შვაბიური ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შვაბიური ომი

შვაბიური ომის პირველი ბრძოლა - ჰარდის ბრძოლა
თარიღი 1499 წლის იანვარი - სექტემბერი
მდებარეობა შვეიცარიის აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი - გრაუბიუნდენის კანტონი
შედეგი შვეიცარიის გამარჯვება, შვეიცარიის კავშირის განთავისუფლება.
მხარეები
შვაბიის ლიგა შვეიცარიის კავშირი
ძალები
11 000 12 600
შვაბიური ომი ვიკისაწყობში

შვაბიური ომი (გერმ. Schweizerkrieg) — ჰაბსბურგებსა და შვეიცარიის კავშირს შორის 1499 წელს მომხდარი ბოლო დიდი შეიარაღებული კონფლიქტი. კონფლიქტი გრაუბიუნდენის კანტონში ვალ-მუსტარისა და უმბრაილის უღელტეხილის კონტროლისათვის დაიწყო. მალევე მხარეებმა კონფლიქტში ჩართეს ალიანსები: ჰაბსბურგების მხარეს იბრძოდა შვაბიის ლიგა, ხოლო სამი ლიგის მხარეს — მთელი შვეიცარიის კონფედერაცია (Eidgenossenschaft). მტრობა გრაუბიუნდენიდან გავრცელდა რაინის ხეობაში ბოდენის ტბამდე, ელზასამდე და ჰაბსბურგთა ყველაზე დასავლეთ სამფლობელოში, — წინა ავსტრიაშიც, — კი.[1]

ბრძოლების უმეტესობა იანვრიდან ივლისის თვემდე მოხდა, რომლებშიც უმეტესად შვეიცარიელებმა იმარჯვეს. შვეიცარიას ბურგუნდიულ ომებში საკმაოდ გამოცდილი ჯარი ჰყავდა, შვაბიურ ჯარში კი შეუთანხმებლობა იყო და გენერლები არ იბრძოდნენ საღვთო რომის იმპერიის ინტერესების გაძლიერებისათვის.[2] გადამწყვეტ დორნახის ბრძოლაში შვეიცარიელებმა გაიმარჯვეს, რის შემდეგაც მაქსიმილიან I-მა 1499 წლის 22 სექტემბერს ბაზელში ხელი მოაწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას. ხელშეკრულების თანახმად, იმპერიამ აღიარა კონფედერაციის დამოუკიდებლობა, თუმცა ოფიციალურად, ის იმპერიის შემადგენლობაში 1648 წლის ვესტფალიის ზავამდე რჩებოდა. ბაზელის ხელშეკრულება კონფედერაციას ათავისუფლებდა იმპერიის გადასახადებისგან და ანიჭებდა დე-ფაქტო პოლიტიკურ დამოუკიდებლობას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The main references used are Morard in general and Riezler for the detailed chronology in the section on the course of the war.
  2. Morard, N.: Die Eidgenossen auf der europäischen Bühne, pp. 316 – 326 in Schwabe & Co. (eds.): Geschichte der Schweiz und der Schweizer, Schwabe & Co. 1986/2004; ISBN 3-7965-2067-7. Comprehensive general overview and explanation of the larger context.