წმინდა გალის სააბატო
| წმინდა გალის სააბატო | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
| |
| სტატუსი | class A Swiss cultural property of national significance[1] [2] და მსოფლიო მემკვიდრეობა |
| ქვეყანა |
|
| მიტოვების პერიოდი | 1798 |
| მსოფლიო მემკვიდრეობა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | ii, iv |
| რეგიონი | ევროპა |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1983 (მე-7 სესია) |
| ნომერი | 268 |
![]() | |
| https://www.stiftsbibliothek.ch/ | |
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 268 ინგლ. • რუს. • ფრ. |
წმინდა გალის სააბატო (გერმ. Fürstabtei Sankt Gallen) — რელიგიური კომპლექსი შვეიცარიის ქალაქ სანქტ-გალენში. კაროლინგების პერიოდის ეს სააბატო 719 წლიდან არსებობს, რომელიც მოგვიანებით, XIII საუკუნეში დამოუკიდებელი სათავადო გახდა. მომდევნო საუკუნეების განმავლობაში ის ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს ბენედიქტურ სააბატოს წარმოადგენდა. დააარსა წმინდა ოტმარმა, იმ ადგილას, სადაც წმინდა გალმა ერმიტაჟი აღმართა. სააბატოს ბიბლიოთეკა მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესია შუა საუკუნეების ბიბლიოთეკებს შორის. 1983 წლიდან სააბატო შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
სააბატოს დამაარსებელი წმინდა ოტმარი წმინდა კოლუმბანას ირლანდიელი მოსწავლე იყო. მოგვიანებით რაიხენაუელმა აბატმა ვალდომ (740 - 814) დააარსა უმდიდრესი ბიბლიოთეკა, საიდანაც 924 - 933 წლების უნგრელთა შემოსევების დროს წიგნები რაიხენაუში გადაიტანეს.
X საუკუნის დასაწყისში წმინდა გალის მონასტერი პოლიტიკურ დაპირისპირებაში შევიდა რაიხენაუს სააბატოსთან ბოდენის ტბის თაობაზე. 1712 წელს მონასტერი შვეიცარიელებმა გაძარცვეს და წიგნების უმრავლესობა ციურიხსა და ბერნში წაიღეს.
მონასტერში შუა საუკუნეების ნაშთი ცოტაა შემორჩენილი. სტრუქტურათა უმრავლესობა, მათ შორის, კათედრალი 1755 - 1768 წლებში ბაროკოს სტილში აშენდა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Stiftsbibliothek Sankt Gallen დაარქივებული 2013-07-22 საიტზე Wayback Machine.
- Codices Electronici Sangallenses დაარქივებული 2016-11-09 საიტზე Wayback Machine.
- St Gall Plan დაარქივებული 2012-09-11 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Swiss Inventory of Cultural Property of National Significance, February 2017 — Swiss Federal Office for Civil Protection, 2017.
- ↑ Swiss PCP Inventory 2023 — Swiss Federal Office for Civil Protection, 2023.
