დიმიტრი გედევანიშვილი (ფიზიოლოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გედევანიშვილი.
Disambig-dark.svg სიტყვას „დიმიტრი გედევანიშვილი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დიმიტრი გედევანიშვილი.

დიმიტრი მიხეილის ძე გედევანიშვილი (დ. 15 სექტემბერი, 1902, თბილისი — გ. 28 მარტი, 1990, იქვე) — ქართველი ფიზიოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშუალო განათლების მიღების შემდეგ შევიდა თბილისის უნივერსიტეტში, რომლის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა 1927 წელს. მუშაობდა ნევროპათოლოგიის კლინიკაში სიმონ ყიფშიძის ხელმძღვანელობით, შემდეგ კი უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში და კათედრაზე, რომელსაც განაგებდა ივანე ბერიტაშვილი. მოგვიანებით დ. გედევანიშვილი თბილისის უნივერსიტეტის პროფესორია, ხელმძღვანელობს ფარმაცევტული და სტომატოლოგიური ინსტიტუტების ფიზიოლოგიის კათედრებს. 1959-1973 წლებში იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში. დიდი ერუდიცია და ღრმა ანალიზის უნარი მეცნიერს საშუალებას აძლევდა ორიგინალურად გადაწყვიტა უპირატესი ხასიათის მთელი რიგი პრობლემბი, რისთვისაც საერთაშორისო აღიარება ხვდა წილად.

დ. გედევანიშვილი საუკუნის ერთ მეოთხედზე მეტ ხანს იკვლევდა საქართველოს სამკურნალო ფლორას, ახდენდა მის ბიოლოგიურ სტანდარტიზაციას. ამ მიმართულებით შესრულებულმა ნაშრომებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ბუნებრივი ქიმიური ნაერთების შესწავლის საქმეში.

დ. გედევანიშვილი 200-ზე მეტი მეცნიერულლი შრომის ავტორია. მისი დიდი ავტორიტეტისა და ფართო აღიარების დასტურია ისიც, რომ იგი იყო საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „ბიო-სამედიცინო კომპიუტერიზაციის“ ერთ-ერთი რედაქტორი, კიბერნეტიკისა და მართვის ზოგადი სისტემების მსოფლიო ორგანიზაციისა და კიბერნეტიკის საერთაშორისო ასოციაციის წევრი. დაჯილდოვებული იყო ლენინის, შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 101, თბ., 1994