შინაარსზე გადასვლა

ეზეკიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეზეკიელი
יְחֶזְקֵאל
დაიბადა ძვ. წ. 621[1]
იერუსალიმი
გარდაიცვალა ძვ. წ. 571
ბაბილონი[2]
ხსენების დღე 23 ივლისი
მოღვაწეობა მქადაგებელი, სასწაულმოქმედი და ავტორი
ენა ძველებრაული ენა და არამეული ენები
ეროვნება ებრაელები და Israelites
პერიოდი ძვ. წ. VI საუკუნე[3]
ცნობილი ნაშრომები წინასწარმეტყველება ეზეკიელისა

წინასწარმეტყველი ეზეკიელი (ებრ. יְחֶזְקֵאל [Yĕḥezqēʾl] — „ღმერთი გააძლერებს“) — ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი; წმინდანი იუდაიზმში, ქრისტიანობასა და ისლამში. მართლმადიდებელ ეკლესიაში მისი ხსენების დღეა 21 ივლისი (3 აგვისტო), კათოლიკურში — 21 ივლისი, სომხურ სამოციქულოში — 28 აგვისტო.

ცხოვრება და მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იერუსალიმის დაცემის შემდეგ (ძვ. წ. 587) ბაბილონში გადაუსახლებიათ მეფე იეჰოიახინთან ერთად. ტრადიციული აზრი, რომლის მიხედვითაც ძველ აღთქმაში „წინასწარმეტყველება ეზეკიელისა“ მთლიანად ეზეკიელის თხზულება იყო, ამჟამად უარყოფილია. წიგნში ხაზგასმულია იუდეველთა მტრების მომავალი დამარცხება, ნაჩვენებია აღდგენილი იერუსალიმი და იგრძნობა მესიანისტური მომენტები, რომლითაც შემდგომში დიდი როლი ითამაშეს ქრისტიანობის ჩამოყალიბებაში.

„წინასწარმეტყველება ეზეკიელისა“ ბიბლიის ძველი აღთქმის შემადგენლობაში თარგმნილია ქართულად. უძველესი ხელნაწერია „ოშკის ბიბლია“ (Ath. 1, 978 წ.).[4]

  • გაბიძაშვილი ე., საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბილისი, 2007. — გვ. 291-292, ISBN 978-99940-69-47-7.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ http://timeline.biblehistory.com/period/the-exile
  2. ↑ ჰარვარდის უნივერსიტეტი — 1636.
  3. ↑ Národní autority České republiky
  4. ↑ ცქიტიშვილი თ. „ეზეკიელის წიგნის ძველი ქართული ვერსიები“, თბ., 1976