შინაარსზე გადასვლა

იესო ისლამში

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისას მინარეთი დამასკოში, სირიაში

ისლამში იესო (არაბ. عِيسَى ٱبْنُ مَرْيَمَ, რომანიზებული: ʿĪsā ibn Maryam; ისა, მარიამის ძე) — ღმერთის უკანასკნელი წინასწარმეტყველი, მესია და მაცნე, რომელიც წარმოგზავნილი იქნა ისრაელის შვილთა ხელმძღვანელად, წიგნით სახელად „ინჯილი“.

ყურანში იესო (ისა) აღწერილია, როგორც მესია (ალ-მასიჰი), რომელიც სასწაულებრივად დაიბადა ქალწულისგან, თავისი მოწაფეების თანხლებით ახდენდა სასწაულებს, უარყვეს ებრაელმა რელიგიურმა პირებმა. ყურანის მიხედვით იესო ჯვარს არ უცვამთ და არც მკვდრეთით აღმდგარა, ის სასწაულებრივად გადაარჩინა ღმერთმა და ზეცად აამაღლა. ყურანი ცალსახად და არაერთხელ უარყოფს იმ აზრს, რომ იესო მოკლეს ან თუნდაც ჯვარს აცვეს.

ვიკიციტატა
„და მათი სიტყვების გამო – ჩვენ მოვკალით ალ-მასიჰ‘ისა იბნ მარიამი – მოციქული ალაჰისაო; მაშინ, როცა არც მოუკლავთ არც ჯვარზე გაუკრავთ არამედ მათ ასე მოეჩვენათ. ისინი კი ვინც უთანხმობდნენ მის თაობაზე, ეჭვებში არიან მასზე და არ გააჩნიათ მის შესახებ ცოდნა, გარდა ვარაუდების მიყოლისა. ის კი – ნამდვილად – არ მოუკლავთ!“

[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ყურანი 4:157
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იესო_ისლამში“-დან