პეტრე მირიანაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პეტრე მირიანაშვილი (დ. 1860 - გ. 1944) - ქართველი ლიტერატორი, პუბლიცისტი, მთარგმნელი-პოლიგლოტი, ლიბრეტისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია (გიმნაზიის მეგობრებს შორის იყვნენ ნიკო მარი, ექვთიმე თაყაიშვილი, სილოვან ხუნდაძე, მიხეილ მღვდლიშვილი).

ისმენდა ლექციებს სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სწავლობდა პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში. 1886 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ ასწავლიდა ფრანგულ ენას ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, ქართულ ენას თბილისის სკოლებში, იყო ქართული ენის ცენზორი (1905 წელს მან ეს თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა). 1905 წელს მას ნება დაერთო გამოეცა ქართულენოვანი გაზეთი "პატარა გაზეთი". იყო თბილისში არსებულ საეკლესიო მუზეუმის გამგეობის წევრი.

თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარგმნილი აქვს ქართულ ენაზე ჰომეროსის "ილიადა" და "ოდისეა", ესქილეს "მიჯაჭვული პრომეთე", ევრიპიდეს "მედეა", ვირგილიუსის "ენეიდა", ყურანი, გოეთეს "ფაუსტი". გამოცემული აქვს "ამირანის ლექსი", "ვეფხისტყაოსანი". იყო ზაქარია ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერის" ლიბრეტტოს ავტორი.

პ. მირიანაშვილი აქვეყნებდა სტატიებს "ივერიაში" "კლდიას" ფსევდონიმით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზ. ჭიჭინაძე "ქართულს ენაზედ "ყურანის" თარგმნის ისტორია". სტატია გადმობეჭდილია საქართველოს ეროვნულ საპარლამენტო ბიბლიოთეკის გაზეთში "ქართული წიგნი". № 112, დეკემბერი. 2001 წ.