ყელის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ყელის ციხე
Keli fortress.jpg
ყელის ციხის (თამარის ციხის) ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
კოორდინატები: 42°08′33″ ჩ. გ. 44°46′51″ ა. გ. / 42.14250° ჩ. გ. 44.78083° ა. გ. / 42.14250; 44.78083
სტატუსი დანგრეული
ყელის ციხე (საქართველო)
Noun Project - Castle tower.svg

ყელის ციხე, თამარის ციხეციხესიმაგრე დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის ჩრდილოეთით 2 კმ-ში. ფშავ-ხევსურეთისაკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, მაღალი მთის თხემზე. შეიცავს ორ ძირითად სამშენებლო ფენას. თავდაპირველი ფენა XII-XIII საუკუნეებს მიეკუთვნება, მომდევნო გვიან შუა საუკუნეებს.

ყელის ციხე (სავარაუდოდ თამარ მეფის ბრძანებით ჭიაბერ მანდატურთუხუცესისათვის ნაბოძები ციხეა ჟინვალსა და „შვიდთა მთიულეთთან“ ერთად) ქალაქ ჟინვალის მნიშვნელოვანი სტრატეგიული სიმაგრე იყო. ციხიდან დასავლეთით (ქალაქისკენ) ეშვებოდა დამცავი ზღუდე, რომლის ძირში კარიბჭე იყო მოწყობილი. 1973 და 1989 წწ. ციხე გათხარა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი მ. მარგველაშვილი). გათხრების შედეგად გამოვლინდა მოუჭიქავი და მოჭიქული თიხის ჭურჭლის, ბრტყელი და ღარიანი კრამიტის ნატეხები და სხვ. არქეოლოგიური მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში

რელიეფის თავისებურების გამო ციხესიმაგრე საკმაოდ მცირე ფართობს (500 მ²) მოიცავს. ნაგებია ნატეხი ქვით. ციხე სხვადასხვა დონეზე განლაგებული ორი ნაწილისაგან შედგება. ზედა ნაწილში ეკლესია და ორსართულიანი ნაგებობაა. ზედა ეზოს სამხრეთიდან ეკვრის ქვედა ეზო, სადაც სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო ციხის შესასვლელი კარი.

ადგილმდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყელის ციხის მდებარეობა

ციხე წარმოადგენდა ქალაქ ჟინვალის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ციხეს. ციხის დასავლეთით მდებარე დამცავი ზღუდე, რომლის ძირში კარიბჭე იყო მოწყობილი, ასევე ის რომ აღნიშნული ციხე იდგა ფშავის არაგვისარაგვთან შეერთებამდე პირველივე თხემზე (აღნიშნული კარგად ჩანს ძველ საბჭოთა ტოპოგრაფიულ რუკაზე[1]) ნათლად მიუთითებს იმას, რომ აღნიშნული თხემთან და შესაბამისად ციხის ძირში არსებული კართან მთავრდებოდა კუხეთის ისტორიულ-გეოგრაფიული ნაწილი — ხერკი, ხოლო კარის შემდეგ იწყებოდა საკუთრივ ფშავის არაგვის ხეობა, რომელსაც შევყავდით ფხოვში. მთის თხემი რომელზეც აგებულია აღნიშნული ციხე, მისი ჩრდილო-დასავლეთი მიუდგომელი მხარე ესაზღვრება ფშავის არაგვს, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით კი უყურებს ვიწრო ხეობას რომელიც ჩაედინება არა ფშავის არაგვში არამედ საკუთრივ არაგვში. სწორედ ამ ხეობიდან აქვს როგორც ასასვლელი, ასევე შესასვლელი-კარი ციხეს, რაც იძლევა იმის დასკვნას, რომ იქედან გამომდინარე რომ ის მცირე ხეობა, რომელსაც ციხე განეკუთვნება არ არის ფშავის არაგვის აუზის ნაწილი, შესაბამისად ციხე შეიძლება მიეკუთვნოს კუხეთის მხარის ციხეთა რიგს.

ყელის ციხე, ბოდავის მთა და ერწო-თიანეთისკენ მიმავალი უძველესი გზა
ყელის ციხე, ბოდავის მთა და ერწო-თიანეთისკენ მიმავალი უძველესი გზა

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]