გაგათ ციხე-სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გაგათ ციხე-სახლი, წიკლაურების სახლი — დგას სოფელ ამღის სამხრეთ ნაწილში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხე-სახლი გეგმით ოთხკუთხაა (6,35 X 4,2 მეტრი, სიმაღლე 5 მეტრი). ნაგებია ნატეხი ქვით. სახურავის და ხის სართულშუა გადახურვა ჩანგრეულია. პირველი სართულის დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნაწილში გაჭრილი შესასვლელი ამჟამად ქვითკირით არის ამოშენებული. აღმოსავლეთით და დასავლეთით თითო სარკმელია. გარედან, გაუქმებულ შესასვლელზე მეორე სართულზე ასასვლელი ქვის კიბეა მიშენებული. მეორე სართული საცხოვრებელია. დასავლეთით თაღოვანი შესასვლელი და ერთი თაღოვანი სარკმელი აქვს, ჩრდილოეთით — ორი თაღოვანი სარკმელი, აღმოსავლეთ კედელში სათოფური და ნიშია, სამხრეთით — მხოლოდ ნიში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]