ქუვეითური დინარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ქუვეითური დინარი
دينار كويتي
1 Kuwaiti dinar in 2014 Obverse.jpg
კოდი ISO 4217 KWD
ქვეყანა ქუვეითი
ოფიციალური
მომხმარებლები
ქუვეითი
შედგება 100 1000 ფილისაგან
სიმბოლო د.ك და KD
მონეტები 1, 5, 10, 20, 50, 100 ფილი
ბანკნოტები 1/2, 1/4, 1, 5, 10, 20 დინარი
ცენტრალური ბანკი ქუვეითის ცენტრალური ბანკი

ქუვეითური დინარი ( არაბ. دينار كويتي , კოდი : KWD ) — ოფიციალური ვალუტა ქუვეითში. იგი იყოფა 1000 ფილად . 2019 წლის სექტემბრის მონაცემებით, ქუვეითური დინარი არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ღირებულების სავალუტო ერთეული ნომინალური ღირებულების მიხედვით. [1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დინარი შემოიღეს1960 წელს, ყურის რუპიის შესაცვლელად, რაც ინდური რუპიის ექვივალენტური იყო. დინარი თავდაპირველად ერთი გირვანქა სტერლინგის ტოლფასი იყო. [2]

როდესაც ერაყი ქუვეითში შეიჭრა 1990 წელს, ერაყულმა დინარმა შეცვალა ქუვეითის დინარი, რადგან შემოჭრილმა ძალებმა მოიპარეს ვალუტა და დიდი რაოდენობით ბანკნოტები. განთავისუფლების შემდეგ ქუვეითური დინარი აღადგინეს. ქვეყნის ვალუტა შეიქმნა და შემოიღეს ბანკნოტების ახალი სერია, რამაც მოპარული ბანკნოტების დემონეტიზირება მოახდინა.

მონეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემოთ მოცემულ ცხროლში გამოსახულია დინარის შესაბამისი მონეტები, რომლებიც შემოღებულია 1961 წელს. ყველა მონეტის დიზაინი მსგავსია და პირველი მოჭრის შემდეგ არ შეცვლილა. ავერსზე გამოსახულია ბუმის ხომალდი, რომელზედაც მოჭრის წელია დაწერილი და ასევე წარწერა თანამდროვე და ძველ არაბულად. რევერსზე გამოსახულია არაბული წარწერა, რომელიც ცენტრში მდებარეობს წრიულად: إمَارَة الكُوَيت (არაბულად: ქუვეითის სახელმწიფო ) და ქვემოთ აწერია KUWAIT ინგლისურად.

ბევრი სხვა შუა აღმოსავლეთის ვალუტისგან განსხვავებით, ქუვეითს აქვს მონეტა, რომლის მთავარი სავალუტო ერთეული 0.02 ღირს, ვიდრე 0.025 ან 0.25.

1 ფილის მონეტა ბოლოს მიჭრა 1988 წელს.

ქუვეითის დინარის მონეტები
ავერსი რევერსი მნიშვნელობა დიამეტრი სისქე წონა კომპოზიცია
1 Kuwaitian fils in 1967 Obverse.jpg 1 Kuwaitian fils in 1967 Reverse.jpg 1 ფილ 17 მმ 1.2 მმ 2 გ ნიკელ-სპილენძი
5 Kuwaitian fils in 2012 Obverse.jpg 5 Kuwaitian fils in 2012 Reverse.jpg 5 ფილ 19.5 მმ 1.2 მმ (1961-2011)



1.45 მმ (2012-)
2.5 გ (1961-2011)



2.55 გ (2012-)
ნიკელის სპილენძი (1961-2011)



თითბერით მოოქროვილი ფოლადი (2012-)
10 Kuwaitian fils in 2012 Obverse.jpg 10 Kuwaitian fils in 2012 Reverse.jpg 10 ფილ 21 მმ 1.5 მმ 3.75 გ (1961-2011)



4 გ (2012-)
ნიკელის სპილენძი (1961-2011)



თითბერით მოოქროვილი ფოლადი (2012-)
20 Kuwaitian fils in 2015 Obverse.jpg 20 Kuwaitian fils in 2015 Reverse.jpg 20 ფილ 20 მმ 1.36 მმ 3 გ კუპრო-ნიკელი (1961-2011)



უჟანგავი ფოლადი (2012-)
50 Kuwaitian fils in 2012 Obverse.jpg 50 Kuwaitian fils in 2012 Reverse.jpg 50 ფილ 23 მმ 1.54 მმ (1961-2011)



1.7 მმ (2012-)
4,5 გ კუპრო-ნიკელი (1961-2011)



უჟანგავი ფოლადი (2012-)
100 Kuwaitian fils in 2012 Obverse.jpg 100 Kuwaitian fils in 2012 Reverse.jpg 100 ფილ 26 მმ 1,71 მმ (1961-2011)



1.8 მმ (2012-)
6.5 გ (1961-2011)



6.7 გ (2012-)
კუპრო-ნიკელი (1961-2011)



უჟანგავი ფოლადი (2012-)

ბანკნოტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაბეჭდილია ქუვეითის დინარის ფულის ექვსი სერია.

პირველი სერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი სერია გამოიცა 1960 წელს ქუვეითის სავალუტო კანონის გამოქვეყნების შემდეგ, როდესაც დაარსდა ქუვეითის სავალუტო საბჭო. ეს სერია მიმოქცევაში 1961 წლის 1 აპრილიდან 1982 წლის 1 თებერვლამდე იყო და მოიცავდა მეოთხედ, ნახევარ, ერთ, ხუთ და 10 დინარიან ბანკნოტებს.

მეორე სერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუვეითის ცენტრალური ბანკის შექმნის შემდეგ, 1969 წელს შეიქმნა ახალი მეოთხედის, ნახევრისა და 10 დინარის ღირებულების კუპიურები. 1 და 5 დინარიანი ვალუტები განახლდა 1971 წლის 20 აპრილს. [3] მეორე სერია 1982 წლის 1 თებერვალს გაუქმდა.

მესამე სერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესამე სერია მიმოქცევაში შევიდა 1980 წლის 20 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც სამეფო ტახტზე ამირა ჯაბერ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი ავიდა. უკვე არსებული ბანკნოტებიდან ყველა განაახლა. 20 დინარიანი ბანკნოტი შემოიღეს 1986 წლის 9 თებერვალს. ქუვეითის შემოჭრის შემდეგ საგანგებო მდგომარეობის შედეგად, ეს სერია ძალადაკარგულად გამოცხადდა 1991 წლის 30 სექტემბრიდან. ამ სერიის მნიშვნელოვანი რაოდენობა მოიპარეს ერაყულმა ძალებმა და ზოგიერთი მათგანი გამოჩნდა საერთაშორისო ნუმიზმატიკური ბაზარზე.

მეოთხე სერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განთავისუფლების შემდეგ, 1991 წლის 24 მარტს გამოიცა მეოთხე სერია, რომლის მიზანი იყო რაც შეიძლება სწრაფად შეცვლილიყო წინა სერიები და ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერებულიყო. მეოთხე სერიის ბანკნოტები მოქმედებდა 1995 წლის 16 თებერვლამდე. არსებობდა მეოთხედის, ნახევრის, ერთის, ხუთის, ათისა და 20 დინარის ღირებულების ბანკნოტები

მეხუთე სერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუვეითის ბანკნოტების მეხუთე სერია გამოიყენებოდა 1994 წლის 3 აპრილიდან და მოიცავდა უსაფრთხოების მაღალტექნოლოგიურ ზომებს, რომლებიც ახლა ბანკნოტების სტანდარტად იქცა. იგი გაუქმნდა 2015 წლის 1 ოქტომბერს.

მეხუთე სერიის ქუვეითის ბანკნოტები (,,ჩვენ ღვთის დახმარებას ვეძებთ")
ავერსი რევერსი მნიშვნელობა
1-4 Kuwaitian dinar in 1994 Obverse.jpg 1-4 Kuwaitian dinar in 1994 Reverse.jpg მეოთხედი დინარი
1-2 Kuwaitian dinar in 1994 Obverse.jpg 1-2 Kuwaitian dinar in 1994 Reverse.jpg ნახევარი დინარი
1 kuwaitian dinar in 1994 obverse.jpg 1 kuwaitian dinar in 1994 reverse.jpg 1 დინარი
5 kuwaitian dinar in 1994 obverse.jpg 5 kuwaitian dinar in 1994 reverse.jpg 5 დინარი
10 kuwaitian dinar in 1994 obverse.jpg 10 kuwaitian dinar in 1994 reverse.jpg 10 დინარი
20 kuwaitian dinar in 1994 obverse.jpg 20 kuwaitian dinar in 1994 reverse.jpg 20 დინარი

მეექვსე სერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუვეითის ცენტრალურმა ბანკმა 2014 წლის 29 ივნისს გამოუშვა ქუვეითის ბანკნოტების მეექვსე სერია. [4] [5] [6] ზოგიერთ მათგანზე დატანილია სპეციალური ხელით ამოსაცნობი ნიშნები, რაც უსინათლოებს მათ ამოცნობაში ეხმარება.

მეექვსე სერიის ქუვეითის ბანკნოტები
ავერსი რევერსი მნიშვნელობა ზომები (მილიმეტრი) ფერი Გაცემის თარიღი
1-4 Kuwaiti dinar in 2014 Obverse.jpg 1-4 Kuwaiti dinar in 2014 Reverse.jpg 1/4 დინარი 110 x 68 მმ ყავისფერი 2014 წლის 29 ივნისი
1-2 Kuwaiti dinar in 2014 Obverse.jpg 1-2 Kuwaiti dinar in 2014 Reverse.jpg 1/2 დინარი 120 x 68 მმ მწვანე 2014 წლის 29 ივნისი
1 Kuwaiti dinar in 2014 Obverse.jpg 1 Kuwaiti dinar in 2014 Reverse.jpg 1 დინარი 130 x 68 მმ ნაცრისფერი 2014 წლის 29 ივნისი
Кувейт 5.jpg 5 Kuwaiti dinar in 2014 Reverse.jpg 5 დინარი 140 x 68 მმ მეწამული 2014 წლის 29 ივნისი
10 Kuwaiti dinar in 2014 Obverse.jpg 10 Kuwaiti dinar in 2014 Reverse.jpg 10 დინარი 150 x 68 მმ ვარდისფერი 2014 წლის 29 ივნისი
20 Kuwaiti dinar in 2014 Obverse.jpg 20 Kuwaiti dinar in 2014 Reverse.jpg 20 დინარი 160 x 68 მმ ლურჯი 2014 წლის 29 ივნისი

საიუბილეო გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 და 2001 წლებში ქუვეითის ცენტრალურმა ბანკმა გამოსცა სამახსოვრო 1 დინარიანი პოლიმერული ბანკნოტები ერაყისგან განთავისუფლების აღსანიშნავად. პირველი სამახსოვრო ნოტა, 1993 წლის 26 თებერვლით თარიღდება, რომელიც გამოიცა მისი განთავისუფლების მეორე წლისთავის აღსანიშნავად. წინა მხარეს გამოსახულია ქუვეითის სახელმწიფოს რუკა, ქუვეითის ემბლემა და ნოტის მარცხენა და მარჯვენა მხარეს არის იმ ქვეყნების სია, რომლებიც მის განთავისუფლებას ეხმარებოდნენ, როგორც ინგლისურ, ასევე არაბულ ენებზე. [7] მეორე სამახსოვრო ნოტა, რომელიც თარიღდება 2001 წლის 26 თებერვალით, გამოიცა მისი განთავისუფლების ათი წლისთავის აღსანიშნავად. მასზე გამოსახულია ოპტიკურად ცვლადი გამოსახულება, რომელიც აჩვენებს თითის ანაბეჭდს, ქუვეითის შეჭრისა და ოკუპაციის მსხვერპლთა სამახსოვროდ. [8] მიუხედავად იმისა, რომ ისინი 1 დინარიანად არის ოფიციალურად დასახელებული, ორივე სამახსოვრო აღნიშვნაში ნათქვამია, რომ ეს კუპიურები ვაჭრობისთვის არ გამოიყენება და მხოლოდ სამახსოვრო ხასიათისაა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. New Kuwaiti banknotes due to appear on Sunday designed on bases of beauty, safety. KUNA (28 June 2014). ციტირების თარიღი: 6 July 2014.
  2. KWD | Kuwaiti Dinar | OANDA. ციტირების თარიღი: 2020-06-09
  3. Linzmayer, Owen (2012) "Kuwait", The Banknote Book. San Francisco, CA: www.BanknoteNews.com. 
  4. Ibn, Ifat. Friday Market Kuwait - Gulf Local Classifieds. Friday Market.
  5. New Kuwaiti banknotes due to appear on Sunday designed on bases of beauty, safety. KUNA.
  6. Arab Times -Leading English Daily in Kuwait.
  7. Kuwait 1 dinar commemorative banknote (1993) Banknote Museum (banknote.ws). Retrieved on 11 February 2013.
  8. Kuwait 1 dinar commemorative banknote (2001) Banknote Museum (banknote.ws). Retrieved on 11 February 2013.