ომანური რიალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ოომანური რიალი
ريال عماني
200 Omani Baisa (Obverse).jpg
კოდი ISO 4217 OMR
ქვეყანა ომანი
ოფიციალური
მომხმარებლები
ომანი
შედგება 100 1000 ბაისასგან
მონეტები 5, 10, 25, 50 ბაისა
ბანკნოტები 100 ბაისა ​1⁄2, 1, 5, 10, 20, 50 რიალი (ხშირად გამოყენებადი)


200 ბაისა (იშვითად გამოყენებადი)

ცენტრალური ბანკი ომანის ცენტრალური ბანკი
საიტი [1]

ომანური რიალი ( არაბ. ريال , ISO 4217 კოდი: OMR ) — ომანის ოფიციალური ვალუტა . იგი შედგება1000 ბაიზასგან.

ფიქსირებული გაცვლითი კურსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1973 წლიდან 1986 წლამდე რიალი აშშ დოლარზე იყო დამოკიდებული და 1 ომანური რიალი 2.895 აშშ დოლარს უდროდა. კურსი შეიცვალა 1986 წელს და 1 რიალის შესაბამისად 2.6008 აშშ დოლარი დადგინდა. [1] რომლის შესაბამისად 1 აშშ დოლარი 0.384497 რიალს უდრიდა. ომანის ცენტრალური ბანკის ოფიციალურად დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარი 0.384 ომანის რიალი ღირს ყიდვის დროს, ხოლო ერთი აშშ დოლარი იყიდება 0.385 ომანის რიალად. [2] ეს არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი შეფასებული მესამე სავალუტო ერთეული ქუვეითური დინარისა და ბაჰრეინური დინარის შემდეგ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1940 წლამდე ინდური რუპია და მარია ტერეზა თალერი (ადგილობრივად ცნობილი როგორც რიალი - მიღებულია პორტუგალიური ,,,რეალისგან") იყო მთავარი ვალუტა, რომელიც ვრცელდებოდა მუსკატსა და ომანში. ამ სახელმწიფოს სანაპიროზე ვაჭრობისას ინდური რუპიები გამოიყენებოდა, თალერი კი მეტწილად ქვეყნის შიგნით. მარია ტერეზა თალერის ღირებულება იყო 230 პაიზა, 64 პაიზა = 1 რუპია. [3]

1940 წელს მონეტები შემოიღეს დჰოფარში, 1946 წლიდან კი მათ იყენებდნენ ომანშიც. ორივე მონეტა დენომინირებული იყო ბაიზაში (ექვივალენტურია პაიზა), 200 ბაიზა = 1 რიალი. ინდოეთის რუპია და, 1959 წლიდან, ყურის რუპია ქვეყანაში კვლავ გამოიყენებოდა. 1966 წლის 6 ივნისს ინდოეთმა გააუფასურა ყურის რუპია ინდურ რუპიასთან მიმართებაში. დევალვაციის შემდეგ, რამდენიმე სახელმწიფო, რომლებიც ჯერ კიდევ იყენებენ ყურის რუპიას, იძულებულები გახდნენ საკუთარი ვალუტები შეექმნათ. ომანმა გააგრძელა ყურის რუპიის გამოყენება 1970 წლამდე, მანამ სანამ ომანის მთავრობამ ოფიციალურ ვალუტად გამოაცხადა რიალ საიდი.

1970 წელს რიალ საიდი (ალ საიდის პატივსაცემად დარქმეული სახელის) ომანის ვალუტად შემოიღეს ყურის რუპიის ნაცვლად. ეს უდრიდა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგს და 1 რიალს საიდი = 21 ყურის რუპიას. რიალის საიდი დაიყო 1000 ბაისად. ომანის რიალმა 1973 წელს ჩაანაცვლა რიალ საიდი. ამ პერიოდში ერთი ომანური რიალი 2,895 აშშ დოლარს შეადგენდა, რა კურსიც შენარჩუნდა 1986 წლამდე. მოგვიანებით ვალუტა 9%-ით გაუფასურდა და ამ დროს 1 ომანური რიალი 2.6008 აშშ დოლარს უდრიდა. ვალუტის სახელი შეიცვალა 1970 წელს რეჟიმის შეცვლისა და ქვეყნის სახელწოდების შეცვლის გამო. 1975 წლიდან გამოიცემა ახალი მონეტები ქვეყნის სახელწოდებით, რომელსაც ეწოდება ომანი.

მონეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1890-იან წლებში მოიჭრა 1/12 და 1/4 ანნას ღირებულების (1/3 და 1 პაისა) მონეტები, რომლებსაც მასკატსა და ომანში იყენებდნენ.

1940 წელს, მონეტები მოიჭრა დჰოფარში გამოსაყენებლად და მონეტების მნიშვნელობები იყ 10,20 და 50 პაისა. 1/2 რიალის ღირებულების მონეტები 1948 წელს გაჩნდა, 2 ბაისას ღირებულების კი - 1959 წელს. 1946 წელს ომანში იყენებდნენ 2, 5 და 20 ბაისას ღირებულების მონეტებს. 2, 5 და 20 ბაიზას მონეტები. 1959-სა და 1960 წელს მიმოქცევაში შევიდა 2 ბაისას და 1/2 და 1 რიალის ღირებულების მონეტები.

1970 წელს მონეტები გავრცელდა მთელი სახელმწიფოს მასშტაბით. ნომინალები იყო 2, 5, 10, 25, 50 და 100 ბაიზა. 1975 წელს, ახალი მონეტები მოიჭრა, რომელზეც ქვეყნის სახელად ომანი იყო დატანილი. 1/4 და 1/2 ღირებულების მონეტები გაჩნდა 1980 წელს.

ამჟამად მიმოქცევაშია 5, 10, 25, 50 და 100 ბაისას ღირებულების და 1/4 და 1/2 რიალის ღირებულების მონეტები.[4]

100 ბაისასა და მასზე მცირე ღირებულების მონეტებმა მონეტარული ღირებულება დაკარგეს 2020 წლის 20 მაისს. [5]

ომანი ყაბუსის მონეტები
სურათი მნიშვნელობა დიამეტრი მასა კომპოზიცია პირი ავერსი რევერსი წელი
ავერსი რევერსი პირველი მოჭრა
5 ბაისა 19 მმ 2,65 გ სპილენძი - ფოლადი გლუვი ყაბუს ბინ საიდი, ომანის სულთანი მოჭრის წელი 1999 წ
10 ბაისა 22.5 მმ 4,1 გ სპილენძი - ფოლადი გლუვი ყაბუს ბინ საიდი, ომანის სულთანი მოჭრის წელი 1999 წ
25 ბაისა 22.5 მმ 2,63 გ ნიკელის მოოქროვილი ფოლადი რიდიანი ყაბუს ბინ საიდი, ომანის სულთანი მოჭრის წელი 1999 წ
50 ბაისა 24 მმ 5,57 გ ნიკელის მოოქროვილი ფოლადი რიდიანი ყაბუს ბინ საიდი, ომანის სულთანი მოჭრის წელი 1999 წ
100 ბაისა 21.5 მმ 4,20 გ სპილენძი-ნიკელი რიდიანი ომანის სასულთნო მოჭრის წელი 1984 წ
1/4 რიალი 26 მმ 6,5 გ ალუმინი და ბრინჯაო წარწერიანი ომანის სასულთნო მოჭრის წელი 1979 წ
1/2 რიალი 30 მმ 10 გ ალუმინი და ბრინჯაო რიდიანი ომანის სასულთნო მოჭრის წელი 1979 წ
100 Baisa Oman.png

ბანკნოტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970 წლის 7 მაისს, ომანისა და მასკატის სასულთნოს მიერ წარმოებულ ბანკნოტებში შედიოდა: 100 ბაისას, 1/4, 1/2, 1, 5 და 10 რიალ საიდის ღირებულების ბანკნოტები.[6] მოგივანებით იგივე ღირებულების კუპიურები შეიქმნა ომანის სახელით სავალუტო საბჭოს მიერ 1972 წლის 18 ნოემბერს.[7]

1977 წლიდან , ომანის ცენტრალურმა ბანკმა გამოსცა შეცვლილი ბანკნოტები, შემოიღეს 20 და 50 რიალის ღირებულების ბანკნოტები, რასაც მოჰყვა 200 ბაისას ბანკნოტი 1985 წელს.

ბანკნოტების ახალი სერია გამოიცა 1995 წლის 1 ნოემბერს, ხოლო 5-რიალიანი და უფრო მაღალი კუპიურები განახლდა 2000 წელს, ფოლგის ზოლებით.

2005 წელს გამოიცა წითელი 1 რიალიანი ბანკნოტი ,,35-ე ეროვნული დღის" აღსანიშნავად.

2010 წელს გამოიცა ახალი 5, 10, 20 და 50 რიალის ღირებულების კუპიურები მე -40 ეროვნული დღესთან დაკავშირებით. 20-რიალიანი ბანკნოტი არის მწვანე ფერის ნაცვლად ლურჯი, ხოლო დანარჩენი კუპიურები ისეთივე ფერისაა, როგორც ადრე.

2015 წელს გამოიცა მეწამული ფერის 1 რიალური ნოტა ,,45-ე ეროვნული დღის" აღსანიშნავად. [8]

2019 წლის 30 ივლისის შემდეგ ძალადაკარგულად გამოცხადდა 1995 წლის 1 ნოემბრამდე გამოშვებული ყველა ბანკნოტი, ისევე როგორც ამ თარიღამდე გამოშვებული 5-დან 50 რიალამდე ბანკნოტები დამცავი ზოლის გარეშე. ძალაში რჩება 1995 წლის სერიის 5 – დან 50 რიალამდე ბანკნოტები დამცავი ზოლებით, რომლებიც გამოვიდა მიმოქცევაში 2000 წლიდან. [9] ამდენად, 2020, ფულის მიმოქცევაში, ძირითადად, 2010 სერიის 5-დან 50 რიალამდე ბანკნოტებია, 2015 წლის 1-რიალიანი და 1995 წლის 100 ბაისასა და 1/2 რიალის ღირებულების კუპიურები. 1995 წლის 200-ბაისას ღირებულების ნოტი, 1995 და 2005 წლის 1 რიალიანი ნოტები და 2000 წელს გამოშვებული 5-50 რიალური ნოტები კვლავ გამოიყენება, მაგრამ არც თუ ისე ხშირად. მიმოქცევაში არსებული მონეტები ძირითადად 25 და 50 ბაისას ტოლფასია, 5 და 10 ბაისა გამოიყენება მაღაზიებში, დაბალი ფასის მქონე პროდუქტებზე.

1995 წლის სერიები
სურათი მნიშვნელობა მთავარი ფერი აღწერა
ავერსი უკუ ავერსი უკუ
100 baisa obverse.jpg 100 baisa reverse.jpg 100 ბაისა მწვანე სულთან ქაბუს ბინ საიდ ალ საიდი, სარწყავი არხი ვერაუქსის არწივი, თეთრი ორქიდეა
200 Omani Baisa (Obverse).jpg 200 Omani Baisa (Reverse).jpg 200 ბაისა ლურჯი სულთან ყაბუს ბინ საიდ ალ საიდი, სალალაჰის აეროპორტის ძველი ტერმინალები და მუსკატის საერთაშორისო აეროპორტი საზღვაო მეცნიერება და მეთევზეობის ცენტრი,ქაბუს პორტი, მუთრაჰი
Oman Half rial obverse.jpg Oman Half rial reverse.jpg 1/2 რიალი მოყავისფრო-მეწამული სულთან ყაბუს ბინ საიდ ალ საიდი, ბაჰლას ციხე ალ- ჰაზიმის ციხე, ნახალის ციხე
1 oman rial obverse.jpg 1 Oman rial reverse.jpg 1 რიალი მეწამული სულთან ყაბუს ბინ საიდ ალ საიდი, სულთან კაბუსის სპორტული კომპლექსი ომანი ხანჯარი (ხანჯალი), ვერცხლის სამაჯურები და ორნამენტები, დუქნები
2010 წლის სერიები
5 Omani Rial (Obverse).jpg 5 Omani Rial (Reverse).jpg 5 რიალი წითელი სულთან ყაბუს ბინ საიდ ალ საიდი, სულთან კაბუსის უნივერსიტეტი ნიზვა
10 Omani Rial (Obverse).jpg 10 Omani Rial (Reverse).jpg 10 რიალი ყავისფერი სულთან ყაბუს ბინ საიდ ალ საიდი, ალ-ნაჰდას კოშკი მუტრას ციხე
20 რიალი ლურჯი სულთან ყაბუს ბინ საიდ ალ საიდი, სულთან კაბუს დიდი მეჩეთი (მუსკატი) სამეფო ოპერის თეატრი მუსკატი
50 რიალი ვარდისფერი და იისფერი სულთან ყაბუს ბინ საიდ ალ საიდი, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მუსკატი) კაბინეტის შენობა და ფინანსთა და მრეწველობის სამინისტროს შენობა (მუსკატი)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Chapter six, CBO Annual Report 2003
  2. Daily exchange rate, Central Bank of Oman
  3. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-26. ციტირების თარიღი: 2007-03-15.
  4. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-13. ციტირების თარიღი: 2007-11-27.
  5. https://timesofoman.com/article/1370668/Oman/Government/These-coins-will-be-cancelled-by-the-Central-Bank-of-Oman
  6. Linzmayer, Owen (2012) "Muscat and Oman", The Banknote Book. San Francisco, CA: www.BanknoteNews.com. 
  7. Linzmayer, Owen (2012) "Oman", The Banknote Book. San Francisco, CA: www.BanknoteNews.com. 
  8. http://www.atsnotes.com/catalog/banknotes/oman.html
  9. https://timesofoman.com/article/1530004/Oman/Government/Old-banknotes-will-not-be-valid-after-one-month-Central-Bank-of-Oman