შინაარსზე გადასვლა

ინდური რუპია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუპია, 1887 წ. ბრიტანეთის ინდოეთი, დედოფალი ვიქტორია. ვერცხლისფერი

ინდური რუპია (დევანაგირი: रूप्यकं) — ინდოეთის ვალუტა. ვალუტის გამოშვებას აკონტროლებს ინდოეთის სარეზერვო ბანკი. რუპიის ყველაზე გავრცელებული სიმბოლოებია Rs, ₨ და रू. ISO 4217 კოდი ინდური რუპიისთვის არის INR. თანამედროვე რუპია იყოფა 100 პაისად.