ფქვილის ხიდი
ფქვილის ხიდი Мучной мост | |
---|---|
კოორდინატები | 59°55′52″N 30°19′16″E / 59.931069° ჩ. გ. 30.320992° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
ტიპი | საფეხმავლო |
სიგრძე | 22,5 მ |
სიგანე | 2,3 მ |
გახსნის თარიღი | 1931 |
ფქვილის ხიდი (რუს. Мучной мост) — საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში გრიბოედოვის არხზე, ქალაქის ცენტრალურ რაიონში. აკავშირებს ყაზანისა და სპასკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 22,5 მეტრი, სიგანე - 2,3 მ.
მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხიდი გადაკვეთავს გრიბოედოვის არხს ფქვილის შესახვევთან ახლოს.
დინების ზემოთ მდებარეობს ბანკის ხიდი, ხოლო ქვემოთ ქვის ხიდი
უახლოესი მეტროსადგურებია (600 მ) „სადოვაია“, „სენის მოედანი“ და „სპასკაია“.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხიდმა თავისი სახელწოდება მიიღო 1952 წელს ფქვილის შესახვევის სახელისაგან[1].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი ხიდი ამ ადგილზე ააგეს 1931 წელს ლენენერგოს გათბობის მილების გაყვანისათვის, ხოლო შემდეგ ფეხით მოსიარულეებისათვის. ეს იყო სამმალიანი ხის ხიდი, რომლის საყრდენი სისტემაც დაფუძნებული იყო ხეზე. ხის მასალის სრული დაშლის გამო ხიდი ავარიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და 1951 წელს ხიდი შეცვალეს ახალი მეტალის ხიდით. სამუშაოები დააპროექტა „Лендормостпроект“-ის ინსტიტუტის ინჟინერმა პ. ვ. ბაჟენოვმა. 1952 წელს ხიდზე დაამონტაჟეს მოაჯირები, რომელიც მოხსნეს ბანკის ხიდს რესტავრაციისას[2].
კონსტრუქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხიდი ამჟამად ერთმალიანია და მეტალისგანაა დამზადებული. ხიდის მალები შედგება ორი ფოლადს წყვილი კოჭისაგან, რომელთა სიმაღლეა 0,8 მეტრი. ხიდის სავალი ნაწილი ხისაა. მოაჯირები რკინისაა და უბრალო ფორმის ნახატებისაგან შედგება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
- Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Мучной мост //СПб ГБУ «Мостотрест»
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 82. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
- ↑ Мучной мост//СПб ГБУ «Мостотрест»