წითელგვარდიელის ხიდი (სანქტ-პეტერბურგი)
წითელგვარდიელის ხიდი რუს. Красногвардейский мо́ст | |
---|---|
საერთო ხედი | |
კოორდინატები: 59°55′16″ ჩ. გ. 30°17′57″ ა. გ. / 59.92111° ჩ. გ. 30.29917° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
გამოყენების სფერო | საფეხმავლო |
გადებულია | გრიბოედოვის არხი |
სიგრძე | 21,5 მ |
სიგანე | 4,5 მ |
გზის ხაზების რაოდენობა | 4 |
გახსნის თარიღი | 1957 წ. |
სურათები ვიკისაწყობში |
წითელგვარდიელის ხიდი (რუს. Красногвардейский мост) — საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს ყაზანისა და სპასკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 21,5 მეტრი, ხოლო სიგანე — 4,5 მეტრი.
მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წითელგვარდიელის ხიდი მდებარეობს გრიბოედოვისა და კრიუკოვის არხების შეერთების ადგილზე. ქმნის ერთიან არქიტექტურულ ანსამბლს პიკალოვისა და სტარო-ნიკოლსკის ხიდებთან.
დინების ზემოთ მდებარეობს ნოვო-ნიკოლსკის ხიდი, ხოლო ქვემოთ — პიკალოვის ხიდი.
უახლოესი მეტროს სადგურია (1, კმ) „სადოვაია“.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხიდმა სახელწოდება მიიღო პეტროგრადის წითელი გვარდიის პატივისცემის ნიშნად, რომელიც ჩამოყალიბდა 1917 წლის აპრილში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1820 წელს ინჟინერმა ეგორ ადამმა შეადგინა საფეხმავლო დაკიდული ხიდის პროექტი ეკატერინეს არხზე, ნიკოლსკის ბაზრის მოპირდაპირე მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი მოიწონეს, ფინანსური პრობლემების გამო ხიდი არ აუშენებიათ.
ხიდი ააშენეს 1956-1957 წლებში სათბობის მილების გაყვანის აუცილებლობის გამო. პროექტი შეადგინეს „Ленгипроинжпроект“-ის ინსტიტუტში. პროექტის ავტორები გახდნენ ინჟინერი ა. ა. კულიკოვი და არქიტექტორები პეტრე არშევი და ვლადიმერ ვასილევსკი.
კონსტრუქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხიდი ერთმალიანია და მეტალისაა. ხიდის სიგრძეა 21,5 მეტრი, ხოლო სიგანე — 4,5 მეტრი. ხიდს გამოიყენებენ მხოლოდ ფეხით მოსიარულეები. სავალი ნაწილი მოასფალტებულია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
- Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 59. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Красногвардейский мост //СПб ГБУ «Мостотрест»