სენის ხიდი
სენის ხიდი Сенной мост | |
---|---|
![]() | |
კოორდინატები | 59°55′36″N 30°18′55″E / 59.926533° ჩ. გ. 30.315153° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
ტიპი | საფეხმავლო |
სიგრძე | 22,8 მ |
სიგანე | 2,3 მ |
გახსნის თარიღი | 1931 |
სენის ხიდი (რუს. Сенной мост) — საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს ყაზანისა და სპასკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 22,8 მეტრი, ხოლო სიგანე — 2,3 მეტრი.
მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სენის ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს არხის სანაპიროს სენის მოედანთან.
დინების ზემოთ მდებარეობს დემიდოვის ხიდი, ხოლო ქვემოთ — კოკუშკინის ხიდი.
უახლოესი მეტროს სადგურებია „სადოვაია“, „სენის მოედანი“ და „სპასკაია“.
სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ხიდის სახელი ცნობილია 1951 წლიდან. სახელი უწოდეს სენის მოედნის სიახლოვის გამო.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პირველი ხიდი ამ ადგილზე ააგეს 1931 წელს „ლენენერგოს“ გათბობის მილების გასაყვანად და ფეხით მოსიარულეებისათვის. ეს იყო ხის ხიდი, ასევე ხისავე საყრდენებზე. 1952 წელს ხიდს მეტალის საყრდენები დაუმონტაჟეს. პროექტი შეიმუშავა „Лендормостпроект“-ის ინსტიტუტის ინჟინერმა პ. ვ. ბაჟენოვმა.
2017 წელს სენის ხიდი დახურეს კაპიტალურ რემონტთან დაკავშირებით. ამის გამო იგი მთლიანად დაშალეს.
კონსტრუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ხიდი ერთმალიანია და მეტალისგანაა აგებული. ხიდის მოაჯირები რკინისაა, სადა ფორმებით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Сенной мост //СПб ГБУ «Мостотрест»