შინაარსზე გადასვლა

ალარჩინის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალარჩინის ხიდი
Аларчин мост
კოორდინატები 59°55′15″N 30°17′13″E / 59.9207° ჩ. გ. 30.287° ა. გ. / 59.9207; 30.287
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო, საავტომობილო
სიგრძე 26,5 მ
სიგანე 15,8 მ
გახსნის თარიღი 1753
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810694001

ალარჩინის ხიდი (რუს. Аларчин мост) — ხიდი სანქტ-პეტერბურგის საადმირალოს რაიონში გრიბოედოვის არხზე. აკავშირებს კოლომენისა და პოკროვსკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 26,5 მეტრი, სიგანე - 15,8 მ. ხიდი არის რუსეთის ფედერაციის ფედერალური მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი და იცავს სახელმწიფო.

მდებარეობს ინგლისის პროსპექტის კუთხეში. ხიდთან ახლოს მდებარეობს სანქტ-პეტერბურგის მეხუთე გიმნაზია, რომელშიც ქალაქში ერთ-ერთი პირველი ქალთა კურსები გაიხსნა (უფასო გაკვეთილები ალარჩინის ხიდთან).

დინების ზემო მიმართულებით მდებარეობს მოგილევსკის ხიდი, ხოლო ქვემო მიმართულებით — კოლომენსკის ხიდი.

უახლოესი მეტრისადგურია „სადოვაია“, რომელიც მდებარეობს 2 კილომეტრში.

აღნიშნული სახელწოდება ცნობილია 1761 წლიდან და წარმოიშვა ანდრეი ალატჩანინოვის გვარის დამახინჯებით, რომელიც აქვე ცხოვრობდა XVIII საუკუნის დასასრულს[1]. 1790 წლამდე გამოიყენებოდა ფორმა ალარჩინოვის ხიდი, ხოლო ამჟამინდელი სახელწოდება ცნობილია 1776 წლიდან[2][3].

1753 წლისათვის ამ ადგილზე მოქმედებდა ხის ხიდი[4]. 1783-1785 წლებში ააგეს ახალი ხიდი ტიპური პროექტის მიხედვით, რომელიც შეიმუშავეს კრიუკოვის არხის ხიდისათვის. ხიდი იყო ხის, სამმალიანი, მოპირკეთებული გრანიტით, შუა მალა იხსნებოდა[5]. პროექტის ავტორი უცნობია. 1840 წელს გახსნადი მალა შეცვალეს, მუდმივი მალით[6][7].

1906-1908 წლებში ინგლისის ქუჩაზე ტრამვაის ხაზის მშენებლობის გამო ხიდი გადააკეთეს ინჟინრების ვიაჩესლავ ბერსის, ანდრეი პშენიცკისა და არქიტექტორ ალექსეი ზაზერსკის პროექტის მიხედვით[8][9][7].

2015 წელს გამოცხადდა კონკურსი ხიდის კაპიტალურ რემონტთან დაკავშირებით[10].

  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 456. — 511 с.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 321. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  2. Владимирович А. Г., Ерофеев А. Д. Петербург в названиях улиц. — М.: АСТ ; СПб.: Астрель-СПб ; Владимир: ВКТ, 2009. — С. 146. — 752 с. — 3000 экз. — ISBN 978-5-17-057482-7.
  3. Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 21. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
  4. Аларчин мост//Энциклопедия Санкт-Петербурга. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-24. ციტირების თარიღი: 2018-12-06.
  5. Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  6. Фролов, А. И. Реки, каналы, острова, набережные, мосты. — СПб.: Глагол, 2002. — С. 75. — 176 с. — ISBN 5-88729-063-3.
  7. 7.0 7.1 Аларчин мост//СПб ГБУ «Мостотрест»
  8. Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
  9. Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  10. Выполнение работ по разработке проектной документации с разработкой рабочей документации на капитальный ремонт объекта "Аларчин мост через канал Грибоедова" для нужд Санкт-Петербурга დაარქივებული 2018-07-24 საიტზე Wayback Machine. // Портал Госзакупок