კოკუშკინის ხიდი
კოკუშკინის ხიდი Кокушкин мост | |
---|---|
კოორდინატები | 59°55′33″N 30°18′49″E / 59.925844° ჩ. გ. 30.313594° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
ტიპი | საფეხმავლო, საავტომობილო |
სიგრძე | 20 მ |
სიგანე | 13,1 მ |
გახსნის თარიღი | XVIII საუკუნის ბოლო |
კოკუშკინის ხიდი (რუს. Кокушкин мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს ყაზანისა და სპასკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 20 მეტრი, ხოლო სიგანე — 13,1 მეტრი.
მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოკუშკინის ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს სტოლიარნისა და კოკუშკინის შესახვევებს.
დინების ზემოთ მდებარეობს სენის ხიდი, ხოლო ქვემოთ — ამაღლების ხიდი.
უახლოესი მეტროს სადგურებია „სადოვაია“, „სენის მოედანი“ და „სპასკაია“.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხიდმა სახელწოდება მიიღო ვაჭარ ვასილი კოკუშკინის გვარის მიხედვით, რომლის სახლიც განთავსებული იყო კოკუშინის შესახვევისა და სადოვიის ქუჩის კუთხეში. 1779 წლიდან ხიდს ეწოდება კოკუშკინის ხიდი, 1768 წლიდან 1873 წლამდე ხიდს ერქვა კაკუშკინის ხიდი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხიდი ააგეს XVIII საუკუნის ბოლოს, იმ პერიოდში როცა გრიბოედოვის არხის სანაპიროს გრანიტის ფილებით აპირკეთებდნენ. 1872 წელს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, თაღების კონსტრუქცია დაამზადეს ძველი კონსტრუქციის მაგალითზე. ადრინდელი ხიდი არაერთხელ გაარემონტეს და ამ სახით შემონახული იყო 1946 წლამდე.
1946-1947 წლებში მოძველებული ხის კონსტრუქცია და საყრვენები მეტალით შეცვალეს. პროექტი შეიმუშავა „ლენხიდმშენის“ საპროექტო განყოფილების ინჟნერმა ბორის ლევინმა და არქიტექტორმა ლევ ნოსკოვმა.
კონსტრუქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხიდი ერთმალიანია და მეტალისგანაა აგებული. ხიდი გამოიყენება როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით გადასაადგილებლად. ავტომობილებისათვის გამოყოფილია ორი ზოლი. საფეხმავლო ნაწილი მოასფალტებულია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 161. — 511 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 111. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Кокушкин мост //СПб ГБУ «Мостотрест»