პიკალოვის ხიდი
პიკალოვის ხიდი რუს. Пикалов мо́ст | |
---|---|
საერთო ხედი | |
კოორდინატები: 59°55′15″ ჩ. გ. 30°17′54″ ა. გ. / 59.92083° ჩ. გ. 30.29833° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
გამოყენების სფერო | საფეხმავლო, საავტომობილო |
გადებულია | გრიბოედოვის არხი |
სიგრძე | 22,8 მ |
სიგანე | 10,6 მ |
გზის ხაზების რაოდენობა | 2 |
გახსნის თარიღი | 1785 წ. |
რეკონსტრუქცია | 1905, 1984 წწ. |
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
სურათები ვიკისაწყობში |
პიკალოვის ხიდი (რუს. Пикалов мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს კოლომენსკისა და პოკროვსკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 22,8 მეტრი, ხოლო სიგანე — 10,6 მეტრი. ქმნის ერთიან არქიტექტურულ ანსამბლს წითელგვარდიელისა და სტარო-ნიკოლსკის ხიდებთან. წარმოადგენს XVIII საუკუნის ხიდმშენებლობის ფასეულ არქიტექტურულ ძეგლს და იცავს სახელმწიფო.
მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პიკალოვის ხიდი მდებარეობს გრიბოედოვისა და კრიუკოვის არხების შეერთების ადგილზე. ხიდთან ახლოს მდებარეობს ნიკოლსკის ბაზარი და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საზღვაო ტაძარი.
დინების ზემოთ მდებარეობს წითელგვარდიელის ხიდი, ხოლო ქვემოთ — მოგილიოვის ხიდი.
უახლოესი მეტროს სადგურია (1,3 კმ) „სადოვაია“.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელწოდება ცნობილია 1798 წლიდან და მომდინარეობს მშენებლობის მეთვალყურის პიკალოვის გვარისაგან. XVIII საუკუნის ბოლოსთვის ასევე მოქმედებდა სახელი პერეშივკინის ხიდი, რადგან ხიდთან მდებარეობდა პერეშივკინის სახლი. 1812 წლის შემდეგ საბოლოოდ მიენიჭა დღევანდელი სახელი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1783-1785 წლებში გრანიტის სანაპიროს მშენებლობისას ააგეს ხიდი ტიპური პროექტით. რომელიც შეიმუშავეს კრიუკოვის არხისა და გრიბოედოვის არხის ქვედა დინებისათვის: ხის სამმალიანი, გასახსნელი მალით. პროექტის ავტორი უცნობია. სამი ერთდროულად აგებული ხიდიდან (პიკალოვი, მალო-კალინკინი, ალარჩინი) მხოლოდ პიკალოვმა შეინარჩუნა სახე, რომელიც ახლოსაა თავდაპირველთან.
გასახსნელი თაღი XIX საუკუნეში შეცვალეს მუდმივი თაღით. 1905 წელს ხის საყრდენები შეცვალეს მეტალის საყრდენებით. სამუშაოები მიმდინარეობდა პ. ა. ლიხაჩევის მეთვალყურეობის ქვეშ.
1982-1984 წლებში ხიდი კაპიტალურდ გაარემონტეს ინჟინრების ლ. ნ. სობოლევისა და რ. რ. შიპოვის პროექტის მიხედვით.
კონსტრუქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხიდი ამჟამად სამმალიანია და რკინა-ბეტონითაა აგებული. ხიდი გამოიყენება როგორც საფეხმავლოდ, ასევე ავტომობილების გადასაადგილებლად. სავალი ნაწილი ორი ზოლისაგან შედგება. სავალი ნაწილი და ტროტურები მოასფალტებულია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 470. — 511 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 332. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Пикалов мост //СПб ГБУ «Мостотрест»
- [https://web.archive.org/web/20180725153815/http://encspb.ru/object/2855715374 დაარქივებული 2018-07-25 საიტზე Wayback Machine. Пикалов мост] // Энциклопедия Санкт-Петербурга