შინაარსზე გადასვლა

პოდიაჩესკის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოდიაჩესკის ხიდი
რუს. Подьяческий мо́ст
საერთო ხედი
საერთო ხედი
კოორდინატები: 59°55′49″ ჩ. გ. 30°18′20″ ა. გ. / 59.93028° ჩ. გ. 30.30556° ა. გ. / 59.93028; 30.30556
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია გრიბოედოვის არხი
მასალა რკინა-ბეტონი
სიგრძე 19 
სიგანე 20,6 
გზის ხაზების რაოდენობა 2
გახსნის თარიღი 1906 წ.
რეკონსტრუქცია 1971-1972 წ.
კულტურული
მემკვიდრეობის
ობიექტი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802240000
პოდიაჩესკის ხიდი — რუსეთი
პოდიაჩესკის ხიდი
პოდიაჩესკის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
პოდიაჩესკის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

პოდიაჩესკის ხიდი (რუს. Подьяческий мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს ყაზანისა და სპასკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 19 მეტრი, ხოლო სიგანე — 20,6 მეტრი. ხიდზე მდებარე ობელისკებს ფანარებით იცავს სახელმწიფო.

პოდიაჩესკის ხიდი აკავშირებს დიდ პოდიაჩესკის ქუჩასა და ფანარების შესახვევს.

დინების ზემოთ მდებარეობს ამაღლების ხიდი, ხოლო ქვემოთ — ლომების ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურებია „სადოვაია“, „სენის მოედანი“ და „სპასკაია“.

ხიდმა სახელწოდება მიიღო დიდი პოდიაჩესკის ქუჩის მიხედვით, რომელმაც თავის მხრივ, ისევე როგორც მცირე და შუა პოდიაჩესკის ქუჩებმა სახელი მიიღეს XVIII საუკუნეში პეტერბურგის ამ რაიონში მცხოვრები დაბალი თანამდებობის პირებისაგან, რომლებსაც ზოგჯერ პოდიაჩებს ეძახდნენ. სახელწოდება ცნობილია 1910 წლიდან და 1920 წლამდე გამოიყენებდა ტერმინი პოდიაჩესკის საფეხმავლო ხიდი.

1906 წელს ამ ადგილზე ინჟინერ პ. ა. ლიხაჩევის პროექტის მიხედვით ააგეს ხის ერთმალიანი საფეხმავლო ხიდი.

1938 წელს ხის თაღების ნაგებობა შეცვალეს მეტალის საყრდენებით, ამის შემდეგ ხიდის სიგრძე გახდა 20 მეტრი, ხოლო სიგანე — 2,25 მეტრი.

1971-1972 წლებში „Ленгипроинжпроект“-ის ინჟინრის ლ. ნ. სობოლევისა და არქიტექტორ ლევ ნოსკოვის პროექტის მიხედვით ააგეს ერთმალიანი რკინა-ბეტონის ხიდი. ხიდზე დააყენეს გრანიტის ობელისკები ფანრებით, რომელიც ადრე ამშვენებდა ვედენის არხზე მდებარე ალექსანდროვსკის ხიდს, რომელიც აგებული იყო 1808-1814 წლებში არქიტექტორ უილიამ გესტეს პროექტის მიხედვით. არხის ამოვსების შემდეგ ალექსანდროვსკის ხიდი დაშალეს და მხატვრული ღირებულების მქონე ობელისკები გადაიტანეს პოდიაჩესკის ხიდზე.

1998 წლის რემონტის დროს აღადგინეს ვარაყი და ასევე ფანრების მინები.

ხიდი ამჟამად ერთმალიანია, აქვს ორი სავალი ზოლი ავტომობილებისათვის და ასევე ტროტურები ფეხით მოსიარულეებისათვის. ორივე სავალი ნაწილი მოასფალტებულია.

  • Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 161. — 511 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 111. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]