იტალიური ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იტალიური ხიდი
Итальянский мост
Italiansky Bridge SPB 01.jpg
კოორდინატები 59°56′14″N 30°19′37″E / 59.937247° ჩ. გ. 30.327033° ა. გ. / 59.937247; 30.327033
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო
სიგრძე 19,66 მ
სიგანე 3 მ
გახსნის თარიღი 1896
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802241000

იტალიური ხიდი (რუს. Итальянский мост) — საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში გრიბოედოვის არხზე, ქალაქის ცენტრალურ რაიონში. აკავშირებს ყაზანისა და სპასკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 19,66 მეტრი, სიგანე - 3 მ.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს იტალიური ქუჩის გაგრძელებაზე. მდებარეობს მაცხოვრის აღდგომის საკათედრო ტაძარის ახლოს.

დინების ზემოთ მდებარეობს ნოვო-კონიუშენის ხიდი, ქვემოთ კი — ყაზანის ხიდი.

უახლოესი მეტროსადგურებია (300 მ) „ნევის პროსპექტი“ (სადგურის გასასვლელი გრიბოედოვის არხისაკენ).

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდმა სახელი მიიღო 1910-იან წლებში მის სიახლოვეს მდებარე იტალიური ქუჩის გამო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1896 წელს სწორედ ამ ადგილზე ინჟნერ ლ. ნ. კოლპიცინის პროექტით ააშენეს ერთმალიანი ხის ხიდი. ხიდის საზეიმო გახსნა გაიმართა 1896 წლის 6 ოქტომბერს. 1902 წელს ხიდი გადააკეთეს არქიტექტორ კარლ ბალდის პროექტის მიხედვით. ასევე მნიშვნელოვნად გადააკეთეს ხიდი 1911-1912 წლებში, ამჟამად გადაკეთების პროექტი შეადგინა ინჟინერმა კონსტანტინ ეფიმოვმა.

1937 წელს მოხდა ხიდის კაპიტალური რემონტი. 1946 წლის მოაცემებით ხიდის სიგრძე იყო 18,4 მეტრი, ხოლო სიგანე 2,07 მეტრი.

1955 წელს ხიდის ავარიულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და გრიბოედოვის არხის კაპიტალური რემონტის გამო ხიდი გადააკეთეს, იგი მეტალისა და ერთმალიანი გახდა. პროექტი შეიმუშავა „Ленгипроинжпроект-ის არქიტექტორმა ვლადიმირ ვასილკოვსკიმ და ინჟინერმა ა. დ. გუტცაიტმა. 1996 წელს გაარემონტეს ხიდის ფანარები და მოაჯირები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — СПб.: Норинт, 2002. — 353 с. — ISBN 5-7711-0019-6.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]