სამმაგი ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სამმაგი ხიდი
Тройной мост
კოორდინატები 59°56′29″N 30°19′45″E / 59.941478° ჩ. გ. 30.329103° ა. გ. / 59.941478; 30.329103
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო, საავტომობილო
სიგრძე ჯამში 83,8
სიგანე 19,6
გახსნის თარიღი 1730
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810699010

სამმაგი ხიდი (რუს. Тройной мост) — უნიკალური ხიდების კომპოზიციის არაოფიციალური სახელი. საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, ცენტრალურ რაიონში და ერთმანეთთან აკავშირებს სამ კუნძულს: პირველი საადმირალოს, ყაზანისა და სპასკის კუნძულებს.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი მდებარეობს იქ სადაც ერთმანეთს უერთდება გრიბოედოვის არხი და მდინარე მოიკა. ხიდი შედგება ერთ წერტილში თავმოყრილი მდინარე მოიკაზე გამავალი მალო-კონიუშენის ხიდის, თეატრალური ხიდისაგან, რომელიც გრიბოედოვის არხზე მდებარეობს და ორ მდინარეს შორის მდებარე საფეხმავლო ხიდისაგან.

უახლოესი მეტროსადგურია (700 მ) „ნევის პროსპექტი“.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეატრალური ხიდის სახელის ისტორია
წელი სახელი
1828-მდე წითელი ხიდი
1828-დან [1] პერვო-კონიუშენის ხიდი
1849-დან[1] თეატრალური ხიდი
   
მალო-კონიუშენის ხიდის სახელის ისტორია
წელი სახელი
1798-დან[2] ცარიცინის ხიდი
1829-დან[2] თეატრალური ხიდი
1872-დან[2] მალო-კონიუშენის ხიდი


თეატრალური ხიდი (შემდეგ წითელი, პერვო-კონიუშენის) ხიდი იყო ერთ-ერთი პირველი ხიდი ეკატერინეს (შემდეგ წითელ) არხზე.

სახელი თეატრალური მიიღო იმის გამო, რომ მის ახლოს მდებარეობდა ხის თეატრი, თავად თეატრს, რომელიც ააგეს 1770-იან წლებში, ეწოდებოდა ცარიცინის თეატრი. თეატრი არსებობდა 1797 წლამდე, ამ დროს მისი შენობა დაანგრიეს.

მალო-კონიუშენის ხიდმა თავისი სახელწოდება მიიღო ახლოს მდებარე თავლის მოედნის გამო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ხის ხიდი თანამედროვე მალო-კონიუშენის ხიდის ადგილზე ააგეს 1716 წელს. შემდეგ იგი განათავსეს ბაღის მეორე ხიდის ახლოს.

ორი ხიდი ამ ადგილზე ააგეს 1730-იან წლებში, ანა იოანეს ასულის მეფობის პერიოდში.

XIX საუკუნის დასაწყისში გააგრძელეს პროექტების შემუშავება, რათა ხის ხიდი შეეცვალათ მეტალის ან ქვის ხიდით. პროექტი შეიმუშავეს 1807-1829წლებში არქიტექტორ უილიამ გესტე და ინჟინერ ე. ადამის მონაწილეობით.

ხიდის მშენებლობა მიმდინარეობდა ვ. კ. ტრეტერის ხელმძღვანელობით. იგი დაიწყო 1829 წლის 8 ივნისს ე. ა. ადამის პროექტის მიხედვით. პროექტის განხორციელებას კურირებდა სანქტ-პეტერბურგის სამხედრო გუბერნატორი პავლე გოლენიშჩევ-კუტუზოვი. სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 1832 წელს.

XX საუკუნის განმავლობაში არაერთხელ დააპირეს ხიდების გადაკეთება, მაგრამ არცერთი მსგავსი პროექტი არ განხორციელებულა. ხიდებმა თავისი ისტორიული სახე შემოინახეს დღემდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Лоханов Г. И., Предыстория строительства Малоконюшенного и Театрального мостов в Ленинграде, в кн.: Вопросы истории, теории и практики архитектуры, Л., 1985, С. 59—65;
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 473—474. — 511 с.
  • Бунин М. С., Мосты Ленинграда, Л., 1986, С. 189—193.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 460—461. — 511 с.
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 40. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Театральный мост // Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
  2. 2.0 2.1 2.2 Мало-Конюшенный мост // Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.