შინაარსზე გადასვლა

ნოვო-ნიკოლსკის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოვო-ნიკოლსკის ხიდი
რუს. Ново-Никольский мо́ст
საერთო ხედი
საერთო ხედი
კოორდინატები: 59°55′19″ ჩ. გ. 30°18′11″ ა. გ. / 59.92194° ჩ. გ. 30.30306° ა. გ. / 59.92194; 30.30306
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია გრიბოედოვის არხი
სიგრძე 30,2 
სიგანე 22,2 
გზის ხაზების რაოდენობა 4
გახსნის თარიღი 1837 წ.
რეკონსტრუქცია 1841, 1870, 1870, 1933-1934 წწ.
ნოვო-ნიკოლსკის ხიდი — რუსეთი
ნოვო-ნიკოლსკის ხიდი
ნოვო-ნიკოლსკის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
ნოვო-ნიკოლსკის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

ნოვო-ნიკოლსკის ხიდი (რუს. Ново-Никольский мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს ყაზანისა და სპასკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 30,2 მეტრი, ხოლო სიგანე — 22,2 მეტრი.

ნოვო-ნიკოლსკის ხიდი მდებარეობს ნიკოლსკის შესახვევისა და ნიკოლსკის მოედნის დასაწყისში.

დინების ზემოთ მდებარეობს ხარლამოვის ხიდი, ხოლო ქვემოთ — წითელგვარდიელის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურეა (1 კმ) „სადოვაია“, „სენის მოედანი“ და „სპასკაია“.

ხიდის სახელწოდება ცნობილია 1844 წლიდან და მომდინარეობს ახლოს მდებარე ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საზღვაო ტაძრის სახელიდან.

ამ ადგილზე 1835-1837 წლებში ააგეს ერთმალიანი ჩუგუნის, თაღოვანი ხიდი, რომელიც გრანიტით იყო მოპირკეთებული და აგებული ინჟინერ ზავადოვსკისა და ალექსანდროვის თუჯსასხმელი ქარხნის დირექტორის მ. ე. კლარკის პროექტის მიხედვით.

1837 წელს ხიდი გახსნამდე ფორმას იცვლის და ინგრევა. ავარიის გამომწვევი მიზეზების გამოსაძიებლად შეიქმნა სპეციალური კომისია. ზავადოვსკის შინაპატიმრობა მიუსაჯეს. იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა ბრძანა ახალი ხიდის მშენებლობა.

1841 წელს დანგრეული ხიდის ნაცვლად ააგეს ახალი ხიდი, რომლის პროექტის ავტორი იყო მ. ე. კლარკი. მშენებლობა მიმდინარეობდა ინჟინერ ეგორ ადამისა და არქიტექტორ კარლ როსის მეთვალყურეობით.

1933-1934 წლებში ხიდი გადააკეთეს. ამჟამად ხიდის პროექტი შეიმუშავა ინჟინრებმა მ. ი. ჟდანოვმა, ა. ვ. კოზლოვმა და არიქტექტორმა ივან კაპციუგმა.

2017 წელს ხიდიდან აყარეს ტრამვაის ხაზები.

ხიდი ამჟამად ერთმალიანია, გამოიყენება როგორც ავტომობილების ასევე ფეხით მოსიარულეებისათვის. კონსტრუქციის მიხედვით ჰგავს ხარლამოვის ხიდს, რომელიც მისგან დინების ზემოთ მდებარეობს.

ხიდს აქვს ავტოტრანსპორტის სავალი გზის 4 ზოლი. ხიდი მთლიანად მოასფალტებულია.

  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
  • Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 161. — 511 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 111. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 469. — 511 с.
  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]