ნოვო-კონიუშენის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოვო-კონიუშენის ხიდი
Ново-Конюшенный мост
კოორდინატები 59°56′27″N 30°19′42″E / 59.940697° ჩ. გ. 30.328458° ა. გ. / 59.940697; 30.328458
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო, საავტომობილო
გახსნის თარიღი 1880-იანები

ნოვო-კონიუშენის ხიდი (რუს. Ново-Конюшенный мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში გრიბოედოვის არხზე, ქალაქის ცენტრალურ რაიონში. აკავშირებს ყაზანისა და სპასკის კუნძულებს.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი მდებარეობს თავლის მოედნის აღმოსავლეთ ნაწილში, ქრისტეს დაღვრილი სისხლის ტაძართან ახლოს.

უახლოესი მეტროსადგურია (600 მ) „გოსტინი-დვორი“.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წლამდე ხიდს ერქვა უფლის აღდგომის ტაძრის ხიდი. 1917 წლის შემდეგ ეწოდებოდა გადაფარებული ხიდი.

1975 წლის ზაფხულში ხიდმა მიიღო სახელწოდება გრინევიცკის ხიდი ნაროდნიკ-ტერორისტის, იმპერატორ ალექსანდრე II-ის მკვლელის იგნატი გრინევიცკის სახელი, რომელმაც ბომბი ესროლა იმპერატორს ხიდის ახლოს.

1998 წელს ხიდმა მიიღო თავისი თანამედროვე სახელი, ახლოს მდებარე თავლის მოედნის მიხედვით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფართო ხის ხიდი აქ ააშენეს ჯერ კიდევ 1880-იან წლებში. მშენებლობის პერიოდში ხიდის სიგანე იყო 115 მეტრი (შედარებისათვის, ამჟამად სანქტ-პეტერბურგის ყველაზე განიერი ხიდია ლურჯი ხიდი მდინარე მოიკაზე, სიგანე 97,3 მ.). ტაძრის მშენებლობის დასრულების შემდეგ ხიდმა მიიღო სახელწოდება „უფლის აღდგომის ხიდი“, რომელიც შეინარჩუნა 1917 წლამდე. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მას ოფიციალურად გადაარქვეს და უწოდეს გადაფარებული ხიდი. თავისი არსებობის მანძილზე ხიდი არაერთხელ გადააკეთეს.

ამჟამინდელი რკინა-ბეტონის ხიდი ააგეს 1967 წელს ინჟინრების ი. ლ. იურკოვის, ლ. ნ. სობოლევისა და არქიტექტორ ლ. ა. ნოსკოვის პროექტის მიხედვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 460—461. — 511 с.
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 40. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]