ყაზანის ხიდი
| ყაზანის ხიდი | |
|---|---|
|
| |
| სტატუსი | რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
| ქვეყანა |
|
| სიგრძე | 18,8 მ კმ |
| სიგანე | 95,5 მ კმ |
| მდებარეობა და ფუნქცია | |
| მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
| გახსნა | 1716 |
| ტიპი | საფეხმავლო, სავტომობილო |
![]() | |
ყაზანის ხიდი (რუს. Казанский мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში გრიბოედოვის არხზე, ქალაქის ცენტრალურ რაიონში. აკავშირებს ყაზანისა და სპასკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 18,8 მეტრი, სიგანე - 95,5 მ. ხიდი არის ქალაქში სიგანით ყველაზე დიდ ხიდებს შორის მესამე ლურჯი ხიდისა (97,3 მ) და აფთიაქართა ხიდის (96 მ) შემდეგ.
მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს ნევის პროსპექტის გადაკვეთაზე. ხიდთან ახლოს მდებარეობს ყაზანის საკათედრო ტაძარი და წიგნის სახლი.
დინების ზემოთ მდებარეობს იტალიური ხიდი, ქვემოთ კი — ბანკის ხიდი.
უახლოესი მეტროსადგურებია „ნევის პროსპექტი“ (სადგურის გასასვლელი გრიბოედოვის არხისაკენ).
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ ადგილზე მდებარე ხიდს ერქვა შობის ხიდი, 1783 წლიდან ეწოდება ყაზანის ხიდი, ახლოს მდებარე ყაზანის ტაძრის გამო. 1923 წლიდან 1944 წლამდე ეწოდებოდა პლეხანოვის ხიდი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამჟამად არსებული ხიდი ააშენეს 1765-1766 წლებში აქ 1716 წლიდან მდებარე შობის ხიდის ადგილზე. ახალი ხიდის პროექტის ავტორები იყვნენ ინჟინრები ვ. ი. ნაზიმოვი და ილარიონ გოლნიშჩევ-კუტუზოვი. შობის ხიდი დაანგრიეს არხის სანაპიროს გრანიტით მოპირკეთების დროს. 1805-1806წლებში ხიდის გაფართოებისას (არქიტექტორი ლუიჯი რუსკა) მოანგრიეს ბრილინტის მორთულობა, კიბიანი საფეხურბი, ჩუგუნის მოაჯირები შეცვალეს გრანიტის პარაპეტებით.
1999-2002 წლების სამუშაოების დროს კამარა შეარემონტეს 53 მეტრის სიგანეზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 99. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
- Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Казанский мост //СПб ГБУ «Мостотрест»
- [https://web.archive.org/web/20241208020255/https://encspb.ru/object/2804006066 დაარქივებული 2024-12-08 საიტზე Wayback Machine. Казанский мост] //Энциклопедия Санкт-Петербурга
