უფლისციხის მოხატულოთახიანი სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

უფლისციხის მოხატულოთახიანი სახლი — არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის ნაქალაქარ უფლისციხის შიდა ქალაქის შუა უბანში, ხელოვნურად მოსწორებულ ტერასაზე. ტერასა-ბაქანს დასავლეთით კლდის კედელი საზღვრავს. ბაქანის ჩრდილოეთ ნაწილი უჭირავს ერთსვეტიან დარბაზს თავისი ეზოთი. სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი ოთხსვეტიანი დარბაზის ბანი იყო. სამხრეთით, ამავე ბაქანის დონეზე, ღრმა და ვიწრო გასასვლელით მოკვეთილი ორსვეტიანი დარბაზის ბანია გაშლილი. მთავარი ქუჩიდან ბაქანზეე ასასვლელად ამჟამად 13 საფეხურია ამოკვეთილი, თავდაპირველი ასასვლელი არ შემორჩენილა.

მოხატულოთახიანი თარღდება ფეოდალური ხანით. შემორჩენილია ელინისტური ხანის კედელში ნაკვთი ნაგებობის სწორკუთხა, სწორხაზოვანი, საფეხურად ჩაღრმავებული ფრაგმენტები, რომლებიც, კლდის მაღალ დასავლეთ კედელთან ერთად, ქმნის ნაგებობის სწორკუთხა კონტურს. კლდის ქანის კონფიგურაცია გვიჩვენებს, რომ ნაგებობის მხოლოდ დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლები იყო კლდეში ნაკვეთი. დანარჩენი კედლები სხვა მასალითაა ნაშენი. ამავე კონტურის შიგნით ამოკვეთილია ბოძების ჩასადგმელი ბუდეები, ჩრდილოეთ-დასავლეთ კუთეში გაურკვეველი დანიშნულების ოთხკუთა ორმო, მის პირზე კი ღარები და სკორკუთა ღრმულია. იატაკი კონტურის გარეთ, ჩრდილოეთით, წყალსაწრეტი ღარის სათავეა.

შემორჩენილი ფრაგმენტები ზუსტი გეომეტრიული ფორმა, კლდის ზედაპირის ფაქიზი დამუშავება და წყალსაწრეტი ქსელის მოწყობილობა ამტკიცებს რომ ნაგებობა უფლისციხის პირვანდელ მშენობლობას ეკუთვნის.

მოხატულოთახიანი სახლი სწორკუთაა, შედგება სამი ერთიმეორის გვერდით მოთავსებული ოთახისგან. შემორჩენილი კვალი გვაფქირებინებს, რომ მოხატულოთახიანი სახლი გრძელდებოდა ტერასის ჩრდილოეთ კედლის მიმართულებით. ნაგებობის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლები კლდეზშია ნაკვეთი, დანარჩენი ალიზისაა. ეს არის ჯერჯერობით ერთადერთი ალიზის საცხოვრებელი სახლი უფლისციხის ანსამბლში. შენობა დაზიანებულია, იგი მრვალჯერ არის გადაკეთებული და შეკეთებული: განსხვავებულია საშენი მასალა და კედლის კონსტრუქციები, ორმოებზე და თონეებზე კედლებია დაშენებული, არქეოლოგია ძველი შეასვლელები, სანაცვლოდ გაჭრილია ახლები.

მოხატულოთახიანი სახლი არ იმეორებს ძველი . შიგნით აღსადგენად ნ კონტურებს. არც დასავლეთით ,დებარე კლდეა გამოყენებული კედლად. სამხრეთ ოთახში კედლის უსწორმასწორო ზედაპირი გასწორებულია ალიზის წყობით, ჩრდილოეთ ოთახის დასავლეთ კედელივ, კლდის მასივისგან მოშორებით, ალიზითაა ამოყვანილი.

სამხრეთ ოთახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ ოთახი სწორკუთხაა. ოთახი ჩრდილოეთ და სამხრეთ კელდებში გაჭრილი კარები ამოშენებულია. სამხრეთის კარი გადიოდა კლდისმცირე ბაქანზე, რომლის გადახურვა კდლეში ნაკვეთ ბედეებში ჩასმულ ბოძებს ეყრდნობოდა. უკანასკნელად ოთახის შესასვლელი ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთში დაუჭრიათ. აღმოსავლეთში კედელში ბუხარი და თახჩაა, ჩრდილოეთ კედლეში კი სამი თახჩა. იატაკი თიხატკეპნილია. გადახურვა ხის ყოფილა, კოჭოვანი. აღმოსავლეთ კელდის ჩრდილოეთ კუთხე მოგვიანებითაა აღდგენილი ქვით, აგურის ნატეხებითა და ტალახით. შიგნით აღსადგენად გამოყენებულია ალიზი. ამ წყობის ქვეშ აღმოჩნდა XVI საუკუნის სასულიანი თონე, რომელშიც უფრო ადრინდელი ხანის ორმოში იყო ჩადგმული. აღმოსავლეთ კედლის გარედან მიშენებული აქვს ალიზისა და აგურის ნატეხებით ამოშენებული კედელი. რომლის ნაწილია შემორჩენილი. არქეოლოგიური გათხრების დროს სამხრეთ ოთახში აღმოჩნდა ძველი შელესილობის მოხატული ნატეხები. მოხატულობა მუქი აგურის ფერისაა.ფონი უდნავ ჩაწეულია ვარდისფერ შელესილობაში და არ არის შეღებილი, ან პირიქით, ფონი შეღებილია გამოსახულება კი არა. გვხვედა ისეთი ფრაგმენტებიც, სადაც გამოსახულება ამოკაწრულია და მთლიანადაა გადაღებილი. კედლის მხატვრობის ფრაგმენტები ფეოდალური ხანის ქართული საერო ნაგებობის მოხატულობის უძველესი ნიმუშია.

ჩრდილოეთ ოთახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ ოთახი კვადრატულია და ბევრად განიერია ვიდრე სამხრეთ ოთახი. შესასვლელი აღმოსალვეთ კედელშია, რომელიც წინ არის წამოწეული. აღმოსავლეთის და კლდეზე მიყრდნობილი ჩრდილოეთ კედლები ქვისა და ტალახის უხეირო წყობით არის ამოყვანილი. დასავლეთ კედელი კი გაურკვეველი ფორმის ალიზითა და ბელტითაა ნაგები. კედლის ცენტრში ამოყვანილია ბიხარი. ყველა კედელი შელესილია.

ჩრდილოეთ კედლის მხარეს კარგად არის შემორჩენილი კლდეში ნაკვეთი ნაგებობის კლდის კედელი, რომელიც ოთახის კედლად არ გამოუყენებიათ. ალიზის კედელსა და კლდის კედელს შორის ვიწრო გასასვლელია, რომელიც ორი კარით უკავშირდება ჩრდილოეთ და შუა ოთახებს. გასასვლელის ჩრდილოეთით, ბოლოში ანტიკური ხანის ორმოა, სამხრეთით კი ფეოდალური ხანის ორი თონე. თონის ზევით ოთახის კედლები უფრო გვიანდელია.

შუა ოთახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლის შუა ოთახი მცირე მოცულობისაა. მის დასავლეთი კედელში ბუხარია. უკანა კედელი, რომელიც კლდეს ეყრდნოვა, ალიზითაა აშენებული. შერჩენილი აქვს შელესილობის კვალიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]