უფლისციხის მიუვალი ნაგებობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

უფლისციხის მიუვალი ნაგებობა — არქტიქერტურულ-არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის ნაქალაქარ უფლისციხის შიდა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთის მიუვალ ქარაფზე. კომპლექსში მოხვედრა მხოლოდ ალპინისტური ჩაშვების წესითაა შესაძლებელი. ნაგებობა თარიღდება ელინისტური ხანის დასაწყისით. მართალია, მიუვალი ნაგებობის კომპლექსი დამხობილა სამხრეთისკენ. შედგება ფასადის მრიდან თაღით გახსნილი, კამაროვანი დარბაზის, მის წინ არსებული ეზოსა და დარბაზის უკან მოთავსებული ოფრო დაბალი, სწორკუთხა, ბრტყელჭერიანი ოთახისგან. კომპლექსი კლდეშია ამოკვეთილი, ძეგლი დაზიანებულია: გამოფიტულია ნაგებობის კლდის ზედაპირი, აკლია ეზოს დიდი მონაკვეთი და ღია დარბაზის ეზოს დიდი მონაკვეთი და ღია დარბაზის ეზოს მხრის ნაწილი, დანგრეულია ოთახის წინა კედლის შუა ნაწილი, ჩამოცვენილია ოთახის ჭერის დეკორის უმეტესი ნაწილი, მთლიანად ჩამონგრეულია ნაგებობასთან მისასვლელი გზა. უგზოობამ კომპლექსს პირვანდელი სახე შეუნარჩუნა.

მიუვალი ნაგებობის სათავსებიდან საყურადღებოა უკანა ოთახი, რომელსაც შესასვლელი დარბაზიდან აქვს. კარი გაჭრილია ნაგებობის გრძივ ღერძზე. ოთახის იატაკი ღია დარბაზის იატაკის დონესთან შედარებით 0,15 მეტრით მაღალია. ჭერზე ამოკვეთილია ხის კოჭებით გადახურვის იმიტაცია. განივი ღერძის მიმართულებით ამოყვანილი „მზიდავი ჯოჭი“ ორად ყოფს გადახურვის მალს. კოჭზე და კედლებზე, გრძივი ღერძის მიმართულებით, „გადიდებულია“ მცირე კვეთის „კოჭები“. ოთახის ჩრდილოეთ კედელში ამოჭრილია ორი თახჩა. ნაგებობის თავისებურებას წარმოადგენს შესასვლელის პირდაპირ, ოთახის უკანა კედელთან, თითქმის მთელს სიგანეზე, კედელში ამოკვეთილი ორსაფეხურიანი, განიერი სავარძლის მსგავსი გაურკვეველი დანიშნულების „ტახტი“. „ტახტის“ ზედა საფეხურზე მცირედი ღრმულია ამოკვეთილი.

კომპლექსის კონტური და სიბრტყეები გეომეტრიულად ზუსტია. კედლის ზედაპირიც გლუვად არის დამუშავებული. ცხადია, რომ მიუვალი ნაგებობის თავდაპირველი ანსამბლის განაშენიანებაში იყო ჩართული, ამიტომ სავარაუდოა, რომ შიდა ქალაქი, ჩადაბლებული ტერასებით და ქუჩებით დასავლეთისაკენ ვრცელდებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]