უფლისციხის ერთსვეტიანი დარბაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

უფლისციხის ერთსვეტიანი დარბაზი — არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის ნაქალაქარ უფლისციხეში, მონაკვეთში ხელოვნურად მოსწორებულ ტერასაზე, თარიღდება XIII-XIV საუკუნით. სავარაუდოა რომ იგი ანტიკური ხანის ნაგებობიდან არის გადაკეთებული, რასაც მოწმობს აქ შემორჩენილი ზოგიერთი დეტალი.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთხკუთხა დარბაზი ამოკვეთილია კლდეში. მისთვის დამახასიათებელია ინტერიერის გეგმის, გადახურვის დეკორატიული ელემენტების უსწორმასწორობა, კლდის ზედაპირის უხეში დამუშავება. განსხვავებულია სამხრეთ და აღმოსავლეთ ფასადები. ნაგებობა დაზიანებულია: დიდი ნიშის წინ ჩანგრეულია იატაკი, დარბაზის სამხრეთ მონაკვეთი გამოფიტულია და დასერილია. ბაზის სამხრეთ მონაკვეთი გამოფიტულია და დასერილია ნაპრალებით, არ შემორჩენილა. დარბაზს შესასვლელი აღმოსავლეთ კედლის ბოლოში აქვს. კარი სწორკუთხაა. მოვლებული აქვს სადა არქივოლტი, შესასვლელთან ჩრდილოეთ კედელში დიდი ზომის გულდასმით დამუშავებული ნიშია, რომელიც აფართოებს დარბაზს. ნიშს აქვს ბრტყელი გადახურვა, რომელიცბით გადადის გვერდით კედლებზე. დარბაზის, ინტერიერი გაფორმებულია რთულად ქვის დეკორატიული ელემენტების იმიტაციით. შენობის შიგნით აღმართულ ერთადერთ სვეტზე გადაყვანილი თაღები დარბაზის სივრცეს ოთხ არათანაბარ ნაწილად ყოფს. სვეტიდან ოთხივე კედელზე გადადის კამარის შემკვრელი ორმაგი თაღები, რომლებიც პილასტრებს ეყრდნობიან. მხოლოდ აღმოსავლეთ თაღი ეყრდნობა პილასტრის ზემოთ მოთავსებულ კონსოლს. შუა პილასტრიდან კუთხეების პილასტრებზე გადაყვანილია კედლის მოსართავი თაღები. სვეტისა და პილასტრების კვეთი შეესაბამება მათზე დაყრდნობილი თაღების კვეთს.

დარბაზის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარით უკავშრდება მცირე ზომის ბნელ სათავსს, რომლის იატაკში ამოჭრილია გაურკვეველი დანიშნულების მცირე ბაქნები და ღარები. დარბაზს აქვს აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადები და ბანი. დარბაზს ოთხივე ნაწილში ამოკვეთილი სხვადასხვა სახის გადახურვა აქვს. დარბაზი მოგვიანებით გამოუყენებიათ საცხოვრებლად. საუკუნეთა მანძლზე კედლებზე ამოუჭშრიათ უსწორო ფორმის თახჩები, იატაკში თონეებისა და საქსოვი დაზგების ჩასადგმელი ორმოები. სამხრეთ კედლის ბოლოში გაუმართავთ ბუხარი, ჭერში ამოკვეთილი საკვამლე მილით. აღმოსავლეთ ფასადის პარაპეტში ამოუჭრიათ კოჭების ბუდეები. სავარაუდოა, რომ დარბაზის წინ ხისგადახუროვანი აივანი იყო.

დარბაზის აღმოსავლეთ ფასადის წინ მოზრდილი ეზოა, რომელსაც აღმოსავლეთით კლდის სწორხაზოვანია, გლუვი კედლის საზღვარს, ჩრდილოეთით, 3,5 მეტრით დაბლა, ემიჯნება მაღალტახტიანი ოთახის კომპლექსი, სამხრეთით შემორჩენილია განვითარებული ფეოდალური ხანის ქვითნაგები კლდის ფრაგმენტი, რომლის ქვეშაც ჩანს ანტიკურ ხანაში დამუშავებული კლდის ნაწილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]