უფლისციხის მაყვლიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

უფლისციხის მაყვლიანი (წარამრთული ტაძარი) — არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის ნაქალაქარ უფლისციხის შუა უბანში. თარიღდება ელინისტური ხანით, გამოკვეთილია კლდეში. სამხრეთ კედლის ერთი ნაწილი უხეშად დაკუთხული ნატეხი ქვისაა. შემორჩენილი აქვს თავდაპირველი ნალესობის ფრაგმენტები. მაყვლიანი შედგება მთლიან ორგანიზმად გაერთიანებული 10 უჯრედისაგან. გამოირჩევა სირთულით და მათალი ხუროთმოძღვრული ღირსებით. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთშია. კარი საგანგებოდაა აცდენილი კედლის სიმეტრიის ღერძიდან. გადის მოზრდილ მოედანზე, რომელსიც თავდაპირველად გვერდზე მდებარე ამავე ტიპის, მცირე ტაძართან ყოფილა საზიარო. მაყვლიანის მთავრი ნაწილია მაღალ ბაქანზე აღმართული კამაროვანი პორტიკი. პორტიკს აღმოსავლეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით უკავშირდება ორ-ორი ოთახი. მათგან ჩრდილოეთ პირველი ოთახის ჭერი კვადრატული კესონებითაა მორთული. აღმსოავლეთ და დასავლეთოთახების ჩრდილოეთ კედლების სიღრმეში ორი სამალავი-სალაროა წრიული შესასვლელებით. პორტიკებიდან 8 საფეხურიანი საზეიმო კიბე ჩადის ვრცელ თავგადახსნილ გვირაბში, რომელსაც აღმოსალვეთით და დასავლეთით ორსაფეხურიანი ჩამოსაჯდომი გასდევს. სარიტუალო დანიშნულებისაა ტაძრის ახლოს, მოედნის კელდებში გამოკაფული სათავსებიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]