უფლისციხის კესონებიანი დარბაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უფლისციხის კესონებიანი დარბაზი — ცენტრალური კომპლექსი, არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის ნაქალაქარ უფლისციხეში. ნაქალაქარის სამხრეთ-დასავლეთ კიდეზე. თარიღდება ახალი წელთაღრიცხვით I საუკუნით.

დარბაზის შუა, დიდი საზეიმო დარბაზი სამხრეთისკენ მთლიანად ღიაა, გადახურულია ნახევარწრიული კამარით. კამარის გარე პირი დასრულებულია ზუსტად გამოყვანილი ორფერდა ფრონტონით, შიდა პირი კი, რომაული არქიტექტურის ძეგლების მსგავსად, შემკულია რვაწახნაგა რელიეფური კესონებით. კესონებს შორის კვადრატებია ჩასმული. დარბაზი სამი მხრიდან გასასვლელებით უკავშირდება მცირე ზომის სადა დამხმარე სათავსებს. კომპლექსის წინ ერთი საფეხურით დაწეული პატარა ეზოა, რომელიც კიდევ უფრო დაბალ ეზოში ჩადის. პატარა ეზოს აღმოსავლეთ კიდეზე და სამხრეთით, ხრამის გაყოლებაზე, კლდეში ამოკვეთილია პარაპეტი ღრმა და დაბალი ჩამოსაჯდომით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]