შანსი
| პროვინცია | |
|---|---|
|
შანსი 山西省 | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| ადმ. ცენტრი | Taiyuan |
| შიდა დაყოფა | Taiyuan, ტათუნგი, Yangquan, Changzhi, Jincheng, Shuozhou, Jinzhong, Yuncheng, Xinzhou, ლინფენი და Lüliang |
| კოორდინატები | 37°52′24″ ჩ. გ. 112°33′52″ ა. გ. / 37.87333° ჩ. გ. 112.56444° ა. გ. |
| მმართველი | Lin Wu, Lan Fo'an და Jin Xiangjun |
| ფართობი | 156,800 კმ² |
| მოსახლეობა | 35,712,111 კაცი (2010) |
| სიმჭიდროვე | 213 კაცი/კმ² |
| ეროვნული შემადგენლობა | ჩინელები 99.7% |
| ოფიციალური საიტი | shanxigov.cn |
|
| |

შანსი (ჩინ.: 山西; ფინინი Shānxī) — პროვინცია ჩრდილოეთ ჩინეთში. ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი ქალაქია — თაიიუენი. მოსახლეობა — 35,712,111 ადამიანი (მე-18 ადგილი პროვინციებს შორის, 2010 წლის მონაცემებით.)
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შანსის პროვინციის ფართობი შეადგენს 156 800 კმ²-ს. მდებარეობს მდინარე ხუანგხესს აუზში. ტერიტორიის დიდი ნაწილი უჭირავს შანსის პლატოს, რომელიც არის ლიოსური პლატოს აღმოსავლეთ ნაწილი, და თაიხანშანის მთების აღმოსავლეთ კალთებს. ჰავა ზომიერი და მუსონურია. დასავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილში უმეტესად ნახევრადუდაბნოს მცენარეულობაა, აღმოსავლეთ ნაწილში შერეული და ფართოფოთლოვანი ტყეები.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძვ. წ. VII-V საუკუნეებში შანსის ტერიტორია შედიოდა ძინის სამეფოში.ძვ. წ. V-III საუკუნეებში ეკუთვნოდა ჭაოს სამეფოს. IV-VI საუკუნეებში შედიოდა ჩრდილოეთ ვეის სამეფოში, VII-IX საუკუნეებში შედიოდა ხეტუნის ოლქში, X-XII საუკუნეებში იყო კიდანთა ლიაოს სამეფოს შემადგენლობაში. XII-XIII საუკუნეებში იყო ჯურჯენთა ძინის სახელმწიფოს შემადგენლობაში. შანსი ეწოდა XIV საუკუნეში. პროვინცია შეიქმნა XVII საუკუნის შუა წლებში. 1937-1945 წლებში ოკუპირებული იყო იაპონიის მიერ.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შანსის პროვინცია ადმინისტრაციულად იყოფა 11 მუნიციპალიტეტად:
| რუკა | № | სახელი | ჩინურად | ფინინი |
|---|---|---|---|---|
| 1 | თაიიუენი | 太原市 | Tàiyuán Shì | |
| 2 | ჩანგჭი | 长治市 | Chángzhì Shì | |
| 3 | ტათუნგი | 大同市 | Dàtóng Shì | |
| 4 | ძინჩენგი | 晋城市 | Jìnchéng Shì | |
| 5 | ძინჭუნგი | 晋中市 | Jìnzhōng Shì | |
| 6 | ლინფენი | 临汾市 | Línfén Shì | |
| 7 | ლიულიანგი | 吕梁市 | Lǚliáng Shì | |
| 8 | შუოჭოუ | 朔州市 | Shuòzhōu Shì | |
| 9 | სინჭოუ | 忻州市 | Xīnzhōu Shì | |
| 10 | იანგციუენი | 阳泉市 | Yángquán Shì | |
| 11 | იუნჩენგი | 运城市 | Yùnchéng Shì |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 683.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2006-06-10 საიტზე Wayback Machine.
| ||||||||||||||||