შინაარსზე გადასვლა

ტიგრან მანსურიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიგრან მანსურიანი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 27 იანვარი, 1939
დაბ. ადგილი ბეირუთი
საქმიანობა კომპოზიტორი
ტიგრან მანსურიანი ვიკისაწყობში

ტიგრან მანსურიანი (სომხ. Տիգրան Մանսուրյան, დ. 27 იანვარი, 1939) — ერთ-ერთი წამყვანი სომეხი კომპოზიტორი. [1][2]

დაიბადა ბეირუთში და განათლება მიიღო ერევანში, სადაც მისი ოჯახი 1947 წელს დასახლდა. მისი და - არაქს მანსურიანი სომხეთის საოპერო მომღერალი იყო. თავდაპირველად, ტიგრან მანსურიანი რომანოს მელიქიანის სამუსიკო სკოლაში სწავლობდა, სომეხ კომპოზიტორ ედუარდ ბაღდასარიანთან, ხოლო მოგვიანებით - კომიტასის სახელმწიფო კონსერვატორიში[3][4]. მისი ალბომი „მონოდია“ ნომინირებული იყო გრემის ჯილდოს მოსაპოვებლად, როგორც „საუკეთესო ინსტრუმენტალური სოლისტის შესრულება ორკესტრთან ერთად“ და „საუკეთესო თანამედროვე კლასიკური კომპოზიცია“[5].

  • ტიგრან მანსურიანი: სიმებიანი კვარტეტები - Rosamunde Quartett (ECM 1905)
  • ტიგრან მანსურიანი: "…and then I was in time again", Lachrymae, Confessing with FaithKim Kashkashian, ალტი; Jan Garbarek, სოპრანო საქსოფონი; The Hilliard Ensemble; Christoph Poppen, conductor; Münchener Kammerorchester. (CD ECM 1850/51)
  • ტიგრან მანსურიანი: Havik, დუეტი ალტისათვისKim Kashkashian, ალტი; Robyn Schulkowsky, percussion; Tigran Mansurian, piano, voice. (CD ECM 1754)

მანსურიანის ნამუშევრები მოიცავს როგორც ფართომასშტაბიან საორკესტრო ნაწარმოებებს, ისე ინდივიდუალურ სიმღერებს. მან ასევე დაწერა მუსიკა რამდენიმე ფილმისათვის[6] .

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Tigran Mansurian. ECM Records. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 მაისი 2010. ციტატა: „In only a few years he became one of Armenia’s leading composers.“ ციტირების თარიღი: 17 March 2014.
  2. Swed, Mark (19 January 2009). „Review: The Dilijan series premieres a new Tigran Mansurian work“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 17 March 2014.
  3. Schott Music, Tigran Mansurian
  4. Pasles, Chris, What stirs deep inside , Los Angeles Times, 20 April 2007
  5. Tigran Mansurian
  6. Works list compiled from The Living Composers Project, Mansurian, Tigran