მეცო-სოპრანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიაპაზონი მცირე ოქტავის „ლა“-დან მეორე ოქტავის „ლა“-მდე

მეცო-სოპრანო (იტალ. mezzo — „საშუალო“) — ქალის კლასიკური სასიმღერო ხმა, რომელიც მერყეობს სოპრანოსა და კონტრალტოს შორის. უფრო მეტად მიახლოებულია სოპრანოსთან. მეცო-სოპრანოებს ოდნავ დაბალი ხმა აქვთ სოპრანოებთან შედარებით. მეცო-სოპრანოებს უმთავრესად ძლიერი ტონი აქვთ სოპრანოებთან შედარებით, მაგრამ კონტრალტოებზე მაღალი ხმა აქვთ. მამაკაცს, რომლის ხმა მიახლოებულია მეცო-სოპრანოსთან, კონტრტენორი ეწოდება. საოპერო მეცო-სოპრანოები ძალიან იშვიათია.

მეცო-სოპრანოები ძირითადად მეორეხარისხოვან როლებს ასრულებენ ოპერაში. მუსიკათმცოდნეები მეცო-სოპრანოებს სამ კატეგორიებად ყოფენ, ესენია: კოლორატიული მეცო-სოპრანო, ლირიკული მეცო-სოპრანო და დრამატული მეცო-სოპრანო.

კოლორატიულ (კოლორატიული — სტანდარტთან მიახლოვებული, ტექნიკური ხმა) მეცო-სოპრანოებს თბილი, დაბალი რეგისტრი აქვთ, ასევე, მარჯვეები არიან მაღალ რეგისტრშიც. ისტორიული ფაქტია, რომ ანტონიო ვივალდი ამ ხმისთვის წერდა როლებს.

ლირიკულ მეცო-სოპრანოებს შეუძლიათ სიმღერა ორ ოქტავაში. ამ ხმას ძალიან რბილი, მგრძნობიარე და ამავდროულად ამაღელვებელი ხარისხი აქვს.

დრამატულ მეცო-სოპრანოებს ძლიერი საშუალო რეგისტრი გააჩნიათ, თბილი მაღალი რეგისტრი, რომელიც უფრო ძლიერია ლირიკულ და კოლორატიულ მეცო-სოპრანოებთან შედარებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]