ედუარდ ბაღდასარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ედუარდ ბაღდასარიანი
ბიოგრაფია
დაიბადა 14 ნოემბერი, 1922
ერევანი, სომხეთის სსრ
გარდაიცვალა 5 ნოემბერი, 1987
ერევანი, სომხეთის სსრ
საქმიანობა კომპოზიტორი

ედუარდ ბაღდასარიანი (სომხ. Էդուարդ Բաղդասարյան; დ. 14 ნოემბერი, 1922, ერევანი — გ. 5 ნოემბერი, 1987, ერევანი)[1]საბჭოთა სომეხი კომპოზოტორი, პედაგოგი და სომხეთის სსრ-ის დამსახურებული არტისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშუალო განათლება მიიღო თბილისში, ამასთანავე, პარალელურად სწავლობდა სამუსიკო ათწლედში. 1941 წელს, ბაღდასარიანი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 1946 წელს კი - გადავიდა ერევანში, სადაც სწავლა განაგრძო კომიტასის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომელიც დაამთავრა 1950 წელს. 1963 წელს, მას სომხეთის სსრ-ის ვეტერანი არტისტის სტატუსი მიენიჭა. მან დაამთავრა ერევნის სახელმწიფო კონსერვატორია. 1951-1953 წლებში, იგი მოსკოვში ქმნიდა სამაგისტრო ნამუშევრებს. თავდაპირველად, ბაღდასარიანი შეუერთდა კომპოზიციის ფაკულტეტს რომანოს მელიქიანის სახელობის სამუსიკო სკოლაში, ხოლო მოგვიანებით კი - გახდა კონსერვატორიის წევრი. მის ნამუშევრებს შორისაა: სიმფონიური პოემა (1950), სონატა კლარნეტსა და ფორტეპიანოსათვის (1952), უვერტიურა სიმფონიური ორკესტრისათვის (1953), რაფსოდია ვიოლინოსა და ორკესტრისათვის (1958), 24 პრელუდია ფორტეპიანოსათვის, ჭადრაკი (ბალეტი; 1960), საფორტეპიანო კონცერტი, რომანსები და ქორალები ( საგუნდო ნაწარმოებები).

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ედუარდ ბაღდასარიანი გარდაიცვალა 1985 წლის 5 ნოემბერს, ერევანში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Soviet Armenian Encyclopedia, vol 2, p 253