დედოფალ მოდის მიწა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Dronning Maud Land
დედოფალ მოდის მიწა
Queen Maud Land
თარგი:ქვეყნის მონაცემები Queen Maud Land მდებარეობა
ოფიციალური ენა ნორვეგიული
ფართობი
 -  სულ 2 500 000 კმ2 
დროის სარტყელი +2

დედოფალ მოდის მიწა (ნორვ. Dronning Maud Land) — ვრცელი რეგიონი ატლანტის ოკეანის ანტარქტიდის სანაპიროზე, დასავლეთის გრძედის 20°-სა და აღმოსავლეთის გრძედის 44°38’-ს შორის სექტორში, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს ნორვეგია და მისი დამოკიდებული ტერიტორიაა. ფართობი — დაახლოებით 2 500 000 კმ². სახელი დაერქვა ნორვეგიის დედოფლის მოდის პატივსაცემად (მთლიანი სახელია Maud Charlotte Mary Victoria; 1869 წლის 26 ნოემბერი — 1938 წლის 20 ნოემბერი).

ამ ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე (ახალი შვაბია) პრეტენზიას აცხადებდა მესამე რაიხი (1939 წლიდან). ნორვეგიამ პრეტენზიები ამ ტერიტორიაზე წამოაყენა 1938 წელს. 1939 წლის 14 იანვრის სამეფო ბრძანებით დაარსდა «ნორვეგიული სექტორი», ანუ «ბუვეს სექტორი», დასავლეთის გრძედის 20°-სა და აღმოსავლეთის გრძედის 44°38’-ს შორის. ამ ტერიტორიების მართვა დაევალა ვაჭრობის მინისტრს ოსლოში. დედაქალაქის საოლქო სასამართლოს კომპეტენცია გავრცელდა «ბუვეს სექტორზეც».

1961 წლიდან ტერიტორია მოექცა ანტარქტიდის შესახებ შეთანხმების მოქმედების და სამხრეთი პოლარული რეგიონის სხვა საერთაშორისო შეთანხმებების ქვეშ, რომლებიც ნებას რთავენ მხოლოდ საკვლევ-სამეცნიერო სამუშაოების ჩატარებას. ამ შეთანხმებების შესაბამისად ნორვეგიის ტერიტორიული პრეტენზიები ს. გ. 60°-ის სამხრეთით არსებულ ყველა მიწებზე უვადოდ გაყინულია.

დედოფალ მოდის მიწის ტერიტორიაზე მოქმედებს რამდენიმე სამეცნიერო სადგური, მათ შორის რუსული «ნოვოლაზარევსკაია» და გერმანული «ნოიმაიერი III».