მალაკნები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალაკნები, 1870 წწ

მალაკნები, (რუს. Молокане) — ერთ-ერთი ქრისტიანული სექტა რუსეთში, „დუხობორების“ ნაირსახეობა. ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის ბოლოს ტამბოვის გუბერნიაში და შემდეგ გავრცელდა ქვეყნის სხვა რაიონებში. სექტის დამაარსებლად ითვლება სემიონ უკლეინი.

მალაკნები უარყოფენ ეკლესიას, საეკლესიო იერარქიას, მარხვებს, ხატებს და მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას. ლოცულობენ სამლოცველო სახლებში, სადაც გალობენ ბიბლიურ ტექსტებს. მალაკნების ნაწილი ბაპტისტებს შეუერთდა. XX საუკუნის დასაწყისში მალაკნების რაოდენობა 1,2 მლნ. აღწევდა. ყოფილ სსრკ-ში მალაკნების პატარა ჯგუფები შემორჩენილია ამიერკავკასიაში, (საქართველოში თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში), უკრაინაში, რუსეთის ზოგიერთ რაიონში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: