მცენარეები: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
((ბოტი: VFT_ne1.JPG შეიცვალა Venus_Flytrap_showing_trigger_hairs.jpg-ით))
'''მცენარეები''' (Plantae ანუ Vegetabilia), ორგანიზმები, რომელთათვისაც დამახასიათებელია მზის ენერგიის ხარჯზე ავტოტროფული კვება და ცელულოზის შემცველი სქელგარსიანი უჯრედები. მცენარეებში იშვიათად გვხვდება ჰეტეროტროფული (საპროფიტი და პარაზიტი) სახეობები, რომლებშიც კვების ამ ტიპის გამომუშავება მეორეული მოვლენაა.
 
ტრადიციულად მცენარეებს მიაკუთვნებდნენ კიდევ [[ბაქტერიები|ბაქტერიებს]], [[ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები|ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებს]] და [[სოკოები|სოკოებს]], მაგრამ XX საუკუნის შუა წლებიდან გამოკვლევებმა გააძლიერა დიდი ხნის წინ გამოთქმული ეჭვი ამ ორგანიზმების მცენარეებთან გაერთიანების შესახებ. ახალი სისტემის მიხედვით, ბაქტერიები და ლურჯ-მწვანე წტალმცენარეებიწყალმცენარეები (რომელთა უჯრედიც ტიპობრივ ბირთვს მოკლებულია) ერთიანდება [[პროკარიოტები]]ს ქვესამეფოში, სოკოები კი მცენარეებსა და ცხოველებთან ერთად [[ეუკარიოტები]]ს ქვესამეფოში.
 
მცენარეთა სამყარო, რომელიც 350 ათასზე მეტ სახეობას ითვლის, მოიცავს 3 დიდ ტაქსონს (ქსესამეფოქვესამეფო ან ტიპი): [[წითელი წყალმცენარეები|წითელ წყალმცენარეებს]] (Rhodobionta), [[ნამდვილი წყალმცენარეები|ნამდვილ წყალმცენარეებს]] (Phycobionta) და [[უმაღლესი მცენარეები|უმაღლეს მცენარეებს]] (Embryobionta).
 
ფოტოსინთეზი და მასთან დაკავშირებული ფიზიოლოგიურ-ბიოქიმიური პროცესები შესაძლებლობას იძლევა მცენარეები შეუცდომლად გავარჩიოთ ნებისმიერ სხვა ორგანიზმისაგან, თუმცა ეს სხვაობა განვითარების დაბალ საფეხურზე (განსაკუთრებით ერთუჰრედიანებშიერთუჯრედიანებში) ნაკლებ თვალსაჩინოა. ერთუჯრედიანებში მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების გამიჯვნის სიძნელე მიუთითებს ცოცხალი სამყაროს წარმოშობის ერთიანობაზე, რომლის დანაწილებაც პალეონტოლოგიური მონაცემების საფუძველზე დაახლოებით 3 მლრდ. წლის წინ დაიწყო.
 
ერთუჯრედიან მცენარეებს აქვთ როგორც საერთოდ უჯრედისათვის დამახასიათებელი ორგანოიდები, ისე სპეციფიკური სტრუქტურებიც ([[ქრომატოფორი]], თავისებურად აგებული გარსი, კარგად გამოხატული ვაკუოლები და სხვა), რაც მათ ეჭვმიუტანლად განასხვავებს ცხოველური ორგანიზმებისაგან.
10

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ