ვენერას ბუზიჭერია
ვენერას ბუზიჭერია | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Dionaea muscipula | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 39636 | ||||||||||||||
|
ვენერას ბუზიჭერია (ლათ. Dionaea muscipula), იგივე დიონეა — მრავალწლოვანი ბალახოვანი მწერიჭამია მცენარე დროზერასებრთა ოჯახისა. აქვს ორნაკვთიანი, მგრძნობიარებეწვებიანი ფოთლები. ფოთოლზე მწერის მოხვედრისას ბეწვები ღიზიანდება, ფოთლის ნაკვთები იკეცება და გამოყოფს საჭმლის მომნელებელ სითხეს. მონელება 5—10 დღე გრძელდება და შემდეგ ფოთოლი კვლავ იხსნება.
ვენერას ბუზიჭერია იზრდება უნაყოფო ნიადაგებზე — ჩრდილოეთ ამერიკის ატლანტიკური სანაპიროს ხავსიან ჭაობებში და ტენიან ქვიშებზე, აზოტის, ფოსფორისა და სხვა შენაერთების ნაკლებობას მწერებით ინაზღაურებს. გავრცელებულია აშშ-ში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას შტატების ტერიტორიაზე. ძირითადად იკვებება მწერებითა და ობობასნაირებით.
როდესაც მწერი ან ობობა მის ფოთლებში გავლისას ბეწვებს შეეხება, ფოთლის ნაკვთები დასაკეცად ემზადება და იკეცება მხოლოდ მაშინ, თუ მეორე შეხება პირველი შეხებიდან ოცი წამის განმავლობაში მოხდება.[1] დახურვისთვის საკმარისია, რომ ბეწვებს მწერის ერთი-მეათედი შეეხოს. ამ მექანიზმის ასეთი ზედმეტი მოთხოვნა იმით არის განპირობებული, რომ არ მოხდეს ენერგიის დახარჯვა ისეთი ობიექტის დასაჭერად, რომელსაც კვებითი ღირებულება არ გააჩნია; მცენარე მონელებას კიდევ ხუთი სტიმულის შემდეგ იწყებს, რათა დარწმუნდეს, რომ მონელებისათვის ღირებული მსხვერლპი დაიჭირა.
დიონეა მონოტიპური გვარია და ახლოს ენათესავება წყლისბორბალა მცენარეს (Aldrovanda vesiculosa) და დროზერას (Drosera); ყველა მათგანი დროზერასებრთა ოჯახს მიეკუთვნება.
მიუხედავად იმისა, რომ კომერციული მიზნებისთვის ფართოდ არის კულტივირებული, მშობლიურ გარემოში ვენერას ბუზიჭერიას პოპულაცია სწრაფად ეცემა.[2] სახეობა ამჟამად შესულია აშშ-ის საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობათა აქტში, რომელსაც აშშ-ის თევზების რესურსისა და ველური ცხოველების სამსახური გამოსცემს.[3]
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მცენარის სახელი უკავშირდება ვენერას, სიყვარულის რომაულ ქალღმერთს. გვარის სახელი, „დიონეა“ („დიონეს ქალიშვილი“), აღნიშნავს ძველბერძნულ ქალღმერთ აფროდიტეს, სახეობის სახელი muscipula კი „სათაგურს“ ნიშნავს.[4] ქართულში სახეობას „ვენერას ბუზიჭერია“ უწოდეს.
აღმოჩენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1759 წლის 2 აპრილს, ჩრდილოეთ კაროლინას კოლონიურმა გუბერნატორმა ართურ დობსმა მცენარის პირველი წერილობითი აღწერა გაუგზავნა ინგლისელ ბოტანიკოს პიტერ კოლინსონს.[5] წერილში იგი წერდა: „აქ არის მწერებისადმი მგრძნობიარე მცენარე, რომელიც იჭერს ყველაფერს, რაც კი შეეხება. იზრდება 34-ე განედზე, მაგრამ 35-ზე უკვე აღარ. შევეცდები, თესლი ავღო“.[6][7] ერთი წლის შემდეგ, 1760 წლის 24 იანვარს, დობსმა კოლინსონს მცენარის შესახებ დეტალური აღწერილობა გაუგზავნა.[8][9][10]
ეს იყო ამ მცენარის შესახებ პირველი დეტალური ჩანაწერი ევროპელთა მიერ. 1768 წლის 1 სექტემბერს, გამოცემა The London Magazine-ში მცენარე ინგლისელმა ბუნებისმეტყველმა ჯონ ელისმა აღწერა[11] ამავე წლის 23 სექტემბერს, იგი მცენარეს აღწერდა შვედი ბუნებისმეტყველის, კარლ ლინესადმი გაგზავნილ წერილში და სთავაზობდა, რომ ინგლისურად მისთვის „ვენერას ბუზსაჭერი“ ეწოდებნათ, სამეცნიერო სახელად კი Dionaea muscipula.[12]
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვენერას ბუზიჭერია პატარა მცენარეა, რომლის სტრუქტურაც შეიძლება აღიწეროს, როფორც 4-7-ფოთლიანი როზეტი, რომელიც ამოსულია მიწისქვეშა ღეროდან; ეს ღერო ბოლქვის მსგავსი ობიექტია. თითოეული ღერო მაქსიმუმ 3-10 სანტიმეტრამდე იზრდება — ზომა წელიწადის დროზეა დამოკიდებული.[13] როგორც წესი, მომწიფების შემდეგ ყალიბდება გრძელი ფოთლები ძლიერი ბუზსაჭერებით. შვიდ ფოთოლზე მეტის მქონე ვენერას ბუზიჭერიები სინამდვილეში კოლონიებია, რომლებიც წარმოქმნილია როზეტების მიწისქვეშა დაყოფის შედეგად.
ფოთლის პირი დაყოფილია ორ რეგიონად: ვრტყელ, გულის ფორმის, ფოტოსინთეზის უნარის მქონე ყუნწად და მთავარ ძარღვზე ჩამოკიდებულ ტერმინალური ნაკვთის წყვილად, რაც წარმოქმნის ნამდვილ ფოთოლს — ხაფანგს. ამ ნაკვთების ზემო ზედაპირი შეიცავს ანტოციანის პიგმენტებს, კიდეები კი გამოყოფს მცენარეულ წებოს. ნაკვთებს ახასიათებს სწრაფი მცენარეული მოძრაობა — სწრაფი დახურვა, როდესაც მათ მსხვერპლი ეხება. ხაფანგის მექანიზმი მოქმედებას მაშინ იწყებს, როცა მსხვერპლი თითოეული ნაკვთის ზემო ზედაპირზე არსებულ თმის მსგავსი სამი ბუსუსიდან რომელიმეს შეეხება. მექანიზმი იმდენად დახვეწილია, რომ შეუძლია ერთმანეთისგან გაარჩიოს ცოცხალი მსხვერპლი და არამსხვერპლი სტიმული, მაგალითად, წვიმის წვეთები;[14] იმისათვის, რათა ხაფანგი სულ რაღაც წამის მეათედში დაიხუროს,[15] საჭიროა, რომ მსხვერპლი 20 წამის განმავლობაში ორ ბუსუსს შეეხოს ან შეეხოს მხოლოდ ერთს სწრაფი მიმდევრობით.[14] ნაკვთების კიდებიდან გამოშვერილია უხეში თმის მსგავსი წამწამები, რომლებიც ერთმანეთში ჯდება და მოზრდილ მსხვერპლს გაქცევის შანსს არ უტოვებს. ეს წამწამები და სასხლეტი ბუსუსები დიდი ალბათობით შეესაბამება მის ახლო ნათესავ მცენარეში — დროზერაში არსებულ საცეცებს. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ხაფანგის ეს მექანიზმი დროზერას მსგავსი ხაფანგისგან განვითარდა.[16]
ფოთლების ბადეში არსებული ხვრელებიდან პატარა მსხვერპლს გაქცევა შეუძლია, სავარაუდოდ იმიტომ, რომ მისგან მიღებული სარგებელი უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე მისი მონელებისთვის გაღებული ხარჯი. თუ მსხვერპლი ძალიან პატარაა და გაიქცა, ხაფანგი 12 საათის განმავლობაში კვლავ გაიღება. თუ მსხვერპლი ხაფანგში მოძრაობას დაიწყებს, ის მოუჭერს და მონელებაც უფრო სწრაფად დაიწყება.
დახურვის სისწრაფე ცვალებადია და დამოკიდებულია ტენიანობისა და სინათლის რაოდენობაზე, მსხვერპლის ზომაზე და ზრდის ზოგად გარემოზე. სისწრაფე, რომლითაც ხაფანგი იხურება, მცენარის ზოგადი ჯანმრთელობის ინდიკატორია. ვენერას ბუზიჭერია ტენიანობაზე ისე დამოკიდებული არ არის, როგორც სხვა ხორცისმჭამელი მცენარეები, მაგალითად, ნეპენტესი, Cephalotus-ი, ჰელიამფორების უმეტესობა და ზოგიერთი დროზერა.
ვენერას ბუზიჭერიას აქვს სხვასასხვა ფორმისა და სიგრძის ყუნწი; ფოთლები ბრტყლად მიწაზე დევს ან აწეულია 40=60 გრადუსიანი კუთხით. მცენარე ყვავილს გრძელი, დაახლოებით 15 სმ სიგრძის ღეროს წვერზე იკეთებს. ყვავილს მტვერავს სხვადასხვა მწერი, მაგალითად, ფუტკარი, ხარაბუზასებრნი და ჭრელასებრნი.[17]
ბუნებრივი გარემო და გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბუნებრივი გარემო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვენერას ბუზიჭერია გვხვდება აზოტითა და ფოსფორით მწირ გარემოში, მაგალითად, ჭაობებსა და ნესტიან სავანებში. არის დაბალი და ნელა მზარდი, იტანს ხანძარს და კონკურენციის მოსაგებად დამოკიდებულია პერიოდულ გადაწვებზე.[18] ხანძრების აღკვეთა საფრთხეს უქმნის ველურ ბუნებაში მის მომავალს.[19] ხარობს ნოტიო ქვიშიან და ტორფიან ნიადაგებში. მიუხედავად იმისა, რომ ის წარმატებით გადარგეს და გაამრავლეს მთელ მსოფლიოში, მისი სამშობლო მხოლოდ აშშ-ის ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას შტატების სანაპირო ჭაობებია, კერძოდ ჩრდილოეთ კაროლინას ქალაქ უილმინგტონის შემოგარენი, 100 კმ რადიუსში.[20] ერთ-ერთი ასეთი ადგილია ჩრდილოეთ კაროლინას ე. წ. მწვანე ჭაობი. ვენერას ბუზიჭერიას ნატურალიზებული პოპულაციები გამოჩნდა ჩრდილოეთ ფლორიდაშიც, პოპულაცია შეიტანეს ვაშინგტონის შტატის დასავლეთშიც.[21][22] ნიადაგში საკვები ნივთიერებების სიმწირე არის ის გარემოება, რის გამოც მას ასე დახვეწილი ხაფანგები განუვუითარდა: მსხვერპლი მწერი მას უზრუნველყოფს ცილების წარმოქმნისთვის საჭირო აზორით, რაც მიწაში არ არის. ეგუება ზომიერ ზამთარს, მაგრამ ვენერას ბუზიჭერია, რომელიც ზამთარში ძილს არ მიეცემა, დასუსტდება და რაღაც დროის შემდეგ მოკვდება.[23]
სრული მზის მოყვარული მცენარეა;[2] მიკროჰაბიტატი, სადაც ის გვხვდება, როგორც წესი ღარიბია ბალახით, მცენარეებით, ხავსით და ხშირად, წარმოადგენს მოშიშვლებულ მონაკვეთებს, სადაც არ არის არახორცისმჭამელ მცენარეთათვის საკმარისი საკვები ნივთიერებები ან სადაც ცეცხლი რეგულარულად ასუფთავებს კონკურენტებს. გამომდინარე აქედან, ბუნებრივი ხანძრები მისი ჰაბიტატის მნიშვნელოვანი ნაწილია, და საჭიროა ყოველ 3-5 წელიწადში ერთხელ. ხანძრის შემდეგ, ვენერას ბუზიჭერიას თესლები უკეთესად აღმოცენდება ნაცრიან და ქვიშიან ნიადაგში, ახლად ამოსული მცენარეები კი ნახანძრალ გარემოში კარკად იზრდება. თესლები დაუყოვნებლივ აღმოცენდება, მიძინების პერიოდის გარეშე.[2]
გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Dionaea muscipula ბუნებრივად გავრცელებულია მხოლოდ აშშ-ის ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას შტატების სანაპირო ვაკეზე; გავრცელების ყველა ცნობილი ადგილი თავს იყრის ჩრდილოეთ კაროლინას ქალაქ უილმინგტონიდან 90 კმ რადიუსში.[24] 1958 წელს ჩატარებული კატალოგიზაციისა და ძველი დოკუმენტების საშუალებით, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას 21 საგრაფოში აღმოაჩინეს 259 ადგილი, სადაც ისტორიული ჩანაწერები ვენერას ბუზიჭერიას გავრცელებაზე მიუთითებდა.[25] 2019 წლის მონაცემებით, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას რამდენიმე საგრაფოში ეს მცენარე უკვე გამქრალია.[24]
პოპულაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2019 წელს ჩრდილოეთ კაროლინას ბუნებრივი მემკვიდრეობის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კატალოგიზაციისას, ჩრდილოეთ კაროლინას ტერიტორიაზე დაითვალეს ვენერას ბუზიჭერიას 163 951 ინდივიდი, სამხრეთ კაროლინაში კი 4876; აღმოჩნდა, რომ ველურ ბუნებაში ჯამში 302 000 ინდივიდი იყო დარჩენილი.[26] ეს მაჩვენებელი 93 პროცენტით არის შემცირებული 1979 წლის შემდეგ, როდესაც ველურ ბუნებაში დათვლილი იყო 4 500 000 ინდივიდი.[2] 1958 წელს აღმოჩენილი იყო გავრცელების 259 ადგილი.[25] 2016 წელს კი დააფიქსირეს მხოლოდ 71 ისეთი ადგილი, სადაც ვენერას ბუზიჭერია ველურ ბუნებაში იზრდება. ამ 71 ადგილიდან, მხოლოდ 20 შეფასდა, ბრწყინვალე ან კარგი, გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობის მქონედ.[3]
მწერების ჭამა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსხვერპლის შერჩევა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მწერიჭამია მცენარეთა უმეტესობა შერჩევით იკვებება სპეციფიკური მწერებით. შერჩევა გამომდინარეობს ხელმისაწვდომი მწერებიდან და ორგანიზმის მიერ გამოყენებული ხაფანგიდან. ვენერას ბუზიჭერიას შემთხვევაში, მწერები შემოიფარგლება ხოჭოებით, ობობებითა და სხვა მცოცავი ფეხსახსრიანებით. მისი რაციონის 33%-ს შეადგენს ჭიანჭველები, 30%-ს ობობები, 10%-ს ხოჭოები, 10%-ს კუტკალიები და 5%-ზე ნაკლებს მფრინავი მწერები.[27]
გამომდინარე იქიდან, რომ დიონეა დროზერას (მწერიჭამია მცენარე, რომელიც ჩამკეტი ხაფანგის ნაცვლად წებოვან ხაფანგს იყენებს) მემკვიდრეობითი ფორმიდან ჩამოყალიბდა, მისი ევოლუციური განშტოების მიზეზი ცნობილია. დროზერა მცირე, მფრინავ მწერებს მოიხმარს, დიონეა კი უფრო მიწის მოზრდილ ხოჭოებს; შესაბამისად, მას ამ წერებისგან უფრო მეტი საკვები ნივთიერებების მიღება შეუძლია. ამან კი დიონეას ევოლუციური უპირატესობა მიანიჭა თავის წინაპრის წებოვანი ხაფანგის ფორმასთან შედარებით.[28]
ხაფანგის მექანიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვენერას ბუზიჭერია მცენარეთა იმ მცირე ჯგუფში შედის, რომლებსაც სწრაფი მოძრაობა შეუძლიათ; მათ შორის ასევე არის მორცხვი მიმოზა (Mimosa pudica), ტელეგრაფის მცენარე (Codariocalyx motorius), დროზერა და ბუშტოსანა, იგივე წყლის სანთელა (Utricularia).
მექანიზმი, რომლითაც ხაფანგი მომენტალურად იკეტება, მოიცავს კომპლექსურ ურთიერთქმედებას ელასტიკურობას, ტურგორსა (ქსოვილის დაძაბულობა და ელასტიკურობა) და ზრდას შორის. ხაფანგი მხოლოდ მაშინ იხურება, როდესაც სასხლეტი ბეწვები ორ სტიმულაციას განიცდის; ამის მიზეზი კი ის არის, რომ მცენარემ თავიდან აიცილოს მექანიზმის გააქტიურება მტვრის ან ქარის მიერ მოტანილი სხვა ნარჩენებისგან. ღია, გახსნილ მდგომარეობაში, ხაფანგის ფოთლები ამოზნექილია, ზემოთ არის მიმართული, მაგრამ დახურულ მდგომარეობაში ისინი შეღუნულია, შიგნით წარმოქმნის სიცარიელეს. ხაფანგს სწორედ ამ ბისტაბილური მდგომარეობის სწრაფი ცვლილება ხურავს,[15] თუმცა, მექანიზმი, რომელიც ამას მართავს, მწირად არის შესწავლილი. სასხლეტი ბეწვების სტიმულირებისას გამომუშავდება ქმედების პოტენციალი, რომელიც ფოთლების მასშტაბით ვრცელდება და მათი და შუა ძარღვის უჯრედებს ასტიმულირებს.[29][30][31]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 355.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Sumner, Thomas. (20 November 2012) Investigating the Venus Flytrap. insidescience.com. ციტირების თარიღი: 18 March 2018.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Waller, Donald. (21 October 2016) Petition to list the Venus flytrap (Dionaea muscipula Ellis) as Endangered under the 1973 Endangered Species Act. ციტირების თარიღი: 14 December 2019
- ↑ 3.0 3.1 Venus Flytrap: Under Endangered Species Act review (June 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მაისი 2021. ციტირების თარიღი: 15 December 2019
- ↑ Background Information on Venus Fly Traps – Venus Fly Trap naming and history. FlyTrapCare.com (4 April 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 December 2008.
- ↑ Irmscher, Christoph (1999). The Poetics of Natural History: From John Bartram to William James (en). Rutgers University Press, გვ. 31. ISBN 978-0-8135-2615-7.
- ↑ Mabey, Richard (2016). „The Challenge of Carnivorous Plants: The Tipitiwitchet (Chapter 16)“, The Cabaret of Plants: Forty Thousand Years of Plant Life and the Human Imagination (en). W. W. Norton & Company. ISBN 978-0-393-24877-7.
- ↑ Bartram, John (1942). Diary of a journey through the Carolinas, Georgia and Florida : From July 1, 1765 to April 10, 1766. American Philosophical Society, გვ. 104.
- ↑ (1843) Hortus Collinsonianus. An account of the plants cultivated by the late Peter Collinson. W. C. Murray & D. Rees, გვ. 18.
- ↑ (1875) Gardeners Chronicle & New Horticulturist. Haymarket Publishing, გვ. 306.
- ↑ The Nature Conservancy დაარქივებული 29 August 2017 საიტზე Wayback Machine. – Venus Flytrap
- ↑ Ellis, John (1768). The London Magazine, Or, Gentleman's Monthly Intelligencer (en). R. Baldwin, გვ. 523.
- ↑ Ellis, John (23 September 1768). Letter 23 September 1768, London to Carl Linnaeus.
- ↑ Venus flytraps. The Carnivorous Plant FAQ. ციტირების თარიღი: 13 June 2005.
- ↑ 14.0 14.1 Raven, Peter H.; Evert, Ray Franklin; Eichhorn, Susan E. (2005) Biology of Plants, 7th, W.H. Freeman and Company. ISBN 978-0-7167-1007-3.
- ↑ 15.0 15.1 Forterre, Yoël; Skotheim, Jan M.; Dumais, Jacques; Mahadevan, L. (27 January 2005). „How the Venus flytrap snaps“ (PDF). Nature. 433 (7024): 421–425. Bibcode:2005Natur.433..421F. doi:10.1038/nature03185. PMID 15674293. S2CID 4340043. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2 December 2007.
- ↑ Cameron, Kenneth M.; Wurdack, Kenneth J.; Jobson, Richard W. (2002). „Molecular evidence for the common origin of snap-traps among carnivorous plants“. American Journal of Botany. 89 (9): 1503–1509. doi:10.3732/ajb.89.9.1503. PMID 21665752.
- ↑ Guarino, Ben (7 February 2018). „Venus flytraps give insects that pollinate their flowers a break. They don't eat them“. Washington Post (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2 August 2020.
- ↑ W. Schulze; E.D. Schulze; I. Schulze & R. Oren (2001). „Quantification of insect nitrogen utilization by the Venus flytrap Dionaea muscipula catching prey with highly variable isotope signatures“. Journal of Experimental Botany. 52 (358): 1041–1049. doi:10.1093/jexbot/52.358.1041. PMID 11432920. დამოწმება იყენებს მოძველებულ პარამეტრს
|last-author-amp=
(დახმარება) - ↑ Leege, Lissa. How does the Venus flytrap digest flies?. Scientific American. ციტირების თარიღი: 20 August 2008.
- ↑ Darwin, C. R. 1875. Insectivorous Plants.
- ↑ Schnell, D. E. (2002). Carnivorous Plants of the United States and Canada, 2nd, Timber Press. ISBN 978-0-88192-540-1.
- ↑ Giblin, D. Nd. Dionaea muscipula. დაარქივებული 2013-08-01 საიტზე Wayback Machine. Burke Museum of Natural History and Culture.
- ↑ International Carnivorous Plant Society. Carnivorousplants.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 July 2014. ციტირების თარიღი: 26 August 2013.
- ↑ 24.0 24.1 Venus Flytrap: Under Endangered Species Act review (June 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მაისი 2021. ციტირების თარიღი: 15 December 2019
- ↑ 25.0 25.1 Roberts, Patricia R.; Oosting, H. J. (1958). „Responses of Venus Fly Trap (Dionaea muscipula) to Factors Involved in Its Endemism“. Ecological Monographs (ინგლისური). 28 (2): 193–218. doi:10.2307/1942208. ISSN 1557-7015. JSTOR 1942208.
- ↑ Biodiversity Day: Venus Flytrap Preservation | NC DNCR en (21 May 2019). ციტირების თარიღი: 14 December 2019
- ↑ Ellison, DM; Gotelli, NJ (2009). „Energetics and the evolution of carnivorous plants – Darwin's 'Most Wonderful plants in the world'“. Journal of Experimental Botany. 60 (1): 19–42. doi:10.1093/jxb/ern179. PMID 19213724.
- ↑ Gibson, TC; Waller, DM (2009). „Evolving Darwin's 'most wonderful' plant: ecological steps to a snap-trap“. New Phytologist. 183 (1): 575–587. doi:10.1111/j.1469-8137.2009.02935.x. PMID 19573135.
- ↑ Hodick, Dieter; Sievers, Andreas (1989). „The action potential of Dionaea muscipula Ellis“. Planta. 174 (1): 8–18. doi:10.1007/BF00394867. PMID 24221411. S2CID 3114033.
- ↑ Suda, Hiraku; Mano, Hiroaki; Toyota, Masatsugu; Fukushima, Kenji; Mimura, Tetsuro; Tsutsui, Izuo; Hedrich, Rainer; Tamada, Yosuke; Hasebe, Mitsuyasu (2020). „Calcium dynamics during trap closure visualized in transgenic Venus flytrap“. Nature Plants. 6 (10): 1219–1224. doi:10.1038/s41477-020-00773-1. PMID 33020606.
- ↑ Giaimo, Cara (2020-10-12). „Why Scientists Made Venus Flytraps That Glow“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2020-10-19.