ხავსები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხავსები
Haeckel Muscinae.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ხავსები
ლათინური სახელი
Musci
Muscineae
Bryophyta sensu stricto
კლასები

Wikispecies-logo.svg
[{{fullurl:wikispecies:{{{ვიკისახეობები}}}|uselang=ka}} სისტემატიკა
ვიკისახეობებში]

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ხავსები (ლათ. Musci, Bryophyta) — ავტოტროფი ორგანიზმები, უმაღლესი მცენარეების განყოფილება, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ხავსისნაირთა ზეგანყოფილებაში. ხავსების სხეული შედგება ძაფისებრი სხეულის პროტონემისაგან (განლაგებულია ნიადაგში ან მის ზედაპირზე), ვერტიკალური ღეროსაგან (სპირალურად განლაგებული ფოთლებით) და ღეროს ფუძესთან არსებული ფესვის მსგავსი რიზოიდებისაგან. რიზოიდები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ მცენარეს წყლით და ხავსებს არა აქვთ განვითარებული გამტარი ქსოვილები, მათი სიგრძე არ აღემატება 15-20 სმ-ს. ხავსებში აღინიშნება უსქესო და სქესობრივი თაობების მონაცვლეობა. ზრდასრული ხავსების თაობას გამეტოფიტი ეწოდება. იგი თავისი განვითარების ბოლო სტადიაზე ღეროს კენწეროზე ივითარებს მდედრობით და მამრობით სასქესო ორგანოებს — არქეგონიუმსა და ანთერიდიუმს. ხავსებიდან ყველაზე უფრო ხშირად გვხვდებიან გუგულის სელი და ტორფის ხავსი.

Tionesta-ac-moss2.jpg

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]