ოთარ ბაღათურია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოთარ ბაღათურია

რეჟისორი, დრამატურგი, მსახიობი
დაბადების თარიღი 21 ოქტომბერი, 1941 (1941-10-21) (82 წლის)
ლიხაური, ოზურგეთის რაიონი, საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო

ოთარ ბაღათურია (დ. 21 დეკემბერი, 1941, ლიხაური, ოზურგეთის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი რეჟისორი, დრამატურგი, მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართველი მსახიობი, რეჟისორი და დრამატურგი ოთარ ბაღათურია დაიბადა 1941 წლის 21 დეკემბერს, სოფელ ლიხაურში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი). 1959–1963 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1963 წლიდან მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია. 1982 წლიდან — შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი.

ოთარ ბაღათურიას სევდიანი კომედია „მეფე ლირი თავშესაფარში“ 2001 წლის საუკეთესო პიესად არის აღიარებული. ამ ნაწარმოებში დასმული პრობლემები აქტუალურია და დრამატურგი ხატავს არა მხოლოდ ჩვენს სოციალურ რეალობას, არამედ ადამიანის შინაგან ბუნებასა და სამყაროს. პიესა თითქმის ერთდროულად დაიდგა ახმეტელისა და მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრშებში. მაყურებელმა ასევე იხილა ამავე პიესის ბათუმის თეატრისეულ ინტერპრეტაციაც. იგივე პიესა 2009 წელს თავად ოთარ ბაღათურიამ დადგა ლატვიის ქალაქ ვალმეირას დრამატულ თეატრში. ოთარ ბაღათურია თავად იყო რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმისა „ბოთე“ (1995).

სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში 2011 წელს ოთარ ბაღათურიამ დადგა სპექტაკლი „ჭურში?!..“, საკუთარი პიესის მიხედვით.

ამჟამად ოთარ ბაღათურია მოზარდმაყურებელთა თეატრის მთავარი რეჟისორია. 2013 წელს, ამავე თეტრის წინ მისი სახელობითი ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.

ავტორია პიესებისა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ვინ დაიცავს დღეს, ავი ლომისაგან ტყეს“,
  • „ამიკო“
  • „საშობაო ზღაპარი“
  • „მეფე ლირი თავშესაფარში“

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1982: „ვერსათრიელა“ რეჟ. დავით ჯანელიძე
  • 1989: „მდგმურები“ რეჟ. დავით ჯანელიძე
  • 1993: „ციხე–სიმაგრე“ რეჟ. დავით ჯანელიძე

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1979. N5. გვ. 13.