თბილისის მაზრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტფილისის მაზრა)
Jump to navigation Jump to search
თფილისის მაზრის 1843 წლის გერბი
თბილისის მაზრის ეთნიკური რუკა, 1880 წ.
თბილისის მაზრის ეთნიკური რუკა, 1902 წ.

თბილისის მაზრა1804-1918 წლებში რუსეთის იმპერიის; 1918-1921 წლებში — დამოუკიდებელი საქართველოს; 1921-1930 წლებში — საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ტფილისი.

თბილისის გუბერნიის შემადგენელი ნაწილი (1864-იდან). შეიქმნა 1804, როდესაც გაუქმებულ ლორის მაზრას თბილისის მაზრა ეწოდა. მოიცავდა ისტორიულ ქვემო ქართლის ტერიტორიას. მის შემადგენლობაში შედიოდა: ბამბაკის, ბორჩალოს, ყაზახის, შამშადილისა და შურაგელის დისტანციები. 1840 წელს ეს დისტანციები (გარდა ბორჩალოს დისტანცია) ახალშექმნილი ელიზავეტოპოლის მაზრის შემადგენლობაში შევიდა. 1841 წელს შეუერთდა დუშეთის მაზრის, საქართველოს სამხედრო გზაზე არსებული მიწები, თრიალეთისა და ბორჭალოს დისტანციის მიწები[კ 1]. 1867 წელს თბილისის მაზრას ცალკე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულად გამოეყო დუშეთის უბანი და შეიქმნა დუშეთის მაზრა. შემდგომში თბილისის მაზრას კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული — ბორჩალოს მაზრა გამოეყო. თბილისის მაზრა გაუქმდა 1930 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. §7. Тифлисъ, губернский городъ съ его уездомъ, составляющимся изъ нынешняго уезда Тифлискаго, съ присоединениемъ части уезда Душетскаго, Горских народов по военно-Грузинской дороге, земли Триалеты и части Борчалинской дистанции

    Полное собрание законов Российской империи, собрание 2-е, т. XV, ук. 13368, ст. 238