ნახიჩევანის მაზრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნახიჩევანის მაზრა ერევნის გუბერნიის რუკაზე

ნახიჩევანის მაზრა (რუს. Нахичеванский уезд) — რუსეთის იმპერიის მაზრა. მდებარებდა კავკასიაში, ერივნის გუბერნიაში. რეგიონი მოიცავდა დღევანდელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ტერიტორიებს და ახლანდელი სომხეთის სიუნიქის პროვინციის სამხრეთ-დასავლეთის ნაწილს. მისი ადმინისტრაციული ცენტრი იყო ნახიჩევანი.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უეეზდის ტერიტორია 1828 წლამდე იყო სპარსეთის ერევნისა და ნახიჩევანის სახანოების ნაწილი, შემდგომში თურქმენჩაის ხელშეკრულების თანახმად, ეს ტერიტორიები ანექსირებულნი იქნა რუსეთის იმპერიის მიეს. იგი ადმინისტრირებული იყო როგორც სომხური ოლქის ნაწილი 1828 წლიდან 1840 წლამდე.[2] 1844 წელს კვლავ დაარსდა ნახიჩევანის უეზდი, რომლის ტერიტორია შეადგენდა ტფილისის გუბერნიის ნაწილს. 1849 წელს შეიქმნა ერევნის გუბერნია, რომელიც ტფილისის გუბერნიისგან დამოუკიდებელი იყო. ადმინისტრაციული რეფორმების გატარების შემდეგ, ნახიჩევანის მაზრას ჩრდილოეთ ნაწილი გამოეყო 1818 წელს და წარმოიშვა შარურო-დარალაგეზის მაზრა.[3] 1918–1920 წლებში უეზდის ტერიტორია სადავო იყო სომხეთის პირველ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის.[4] რეგიონში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდგომ, უეზდის უმეტესი ნაწილი აზერბაიჯანის სსრ-ის ნახიჩევანის ასსრ-ის შემადგენლობაში გადავიდა, მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებების შესაბამისად, ხოლო რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი სომხეთის სსრ-მ შეიერთა.[5][6]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1897 წლის რუსეთის იმპერიის მიერ აღწერის მონაცემებით, უეზდის მთლიანი მოსახლეობა შეადგენდა 100 771 ადამიანს, მათგან 64 151 იყო თათარი მოსახლე (მთლიანი რაოდენობის 63 66%), 34 672 იყო სომეხი (მოსახლეობის 34,41%), 1 014 სლავი (რუსები, უკრაინელები და ბელორუსები შეადგენდნენ მოსახლეობის 1%-ს), 639 ქურთი (0.6%) ა.შ..[7] ნახიჩევანის მაზრას მოსახლეობის უმეტეს ნაწილს თათრები (დღევანდელი აზერბაიჯანელები) შეადგენდნენ, მათ შორის ნახიჩევანის მთავარ ქალაქებში (ქალაქებში მცოვრები მოსახლეობის 70,1%) და ორდუბადის (88,7%).[8] რეგიონის მოსახლეობა ძირითადად დაკავებული იყო მესაქონლეობითა და მებაღეობით, განსაკუთრებით ორდუბადის მხარეში. თითქმის არ იყო არცერთი საწარმო და ხარხანა. მარილის პლანტაციებში წელიწადში დაახლოებით 250 000 გირვანქა მარილი იწარმოებოდა.[9]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნახიჩევანის მაზრა ძირითადად მთიანი რელიეფისგან შედგებოდა. დაბლობის უმეტესი ნაწილი მდინარე არაქსის გასწვრივ მდებარეობდა. მდინარე არაქსის მარცხენა შენაკადები მიედინებოდა მაზრის ტერიტორიაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Азербаиджанская Демократическая Республика (1918–1920). 3aкондательные акты (сборник документов), Б., 1998;
  • Azərbaycan tarixi, 7 cilddə, c.4-5, B., 2000, 2001;
  • Əliyev M., Qanlı günlərimiz (1918-1920-ci illər), B., 1993;
  • Sadıqov S., Naxçıvan Muxtar Respublikası tarixindən, B., 1995;
  • Musayev İ., Azərbaycanın Naxçıvan və Zəngəzur bölgələrində siyasi vəziyyət və xarici dövlətlərin siyasəti (1917-1921-ciillər), B., 1996.
  • Нахичевань // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890–1907.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]