ბაღის მეორე ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაღის მეორე ხიდი
2-й Садовый мост
კოორდინატები 59°56′29″N 30°19′49″E / 59.941472° ჩ. გ. 30.330222° ა. გ. / 59.941472; 30.330222
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო, საავტომობილო ხიდი
მასალა რკინა-ბეტონი
სიგრძე 30,2 მ
სიგანე 20,5 მ
გახსნის თარიღი 1876
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802250000

ბაღის მეორე ხიდი (რუს. 2-й Садовый мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში მდინარე მოიკაზე. მდებარეობს ცენტრალურ რაიონში. აკავშირებს საადმირალოს პირველ კუნძულსა და სპასკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 30,2 მეტრი, სიგანე - 20,5 მ.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკავშირდება ცარიცინის გასასვლელს. ხიდი მდებარეობს ისტორიული ადგილების ცენტრში. მის ირგვლივ განთავსებულია მიხაილოვის ბაღი, მარსის ველი და მაცხოვრის დაღვრილი სისხლის ტაძარი.

დინების ზემოთ მდებარეობს ბაღის პირველი ხიდი, ხოლო ქვემოთ — მალო-კონუშენის ხიდი.

უახლოესი მეტროსადგურია — „გოსტინი-დვორი“.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამინდელი სახელწოდება მიიღო ახლომდებარე ბაღების გამო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1876 წელს ამ ადგილზე ააგეს ხიდი, რომელიც განკუთვნილი იყო კონკის გადაადგილებისათვს. მასზე ფეხით სიარული აკრძალული იყო. 1906 წელს მიმდინარეობდა ხიდის გამაგრების სამუშაოები. 1935 წელს შეიცვალა სამმალიანი საყრდენებიანი ხიდი (არქიტექტორი ე. ნ. სანდლერი, პროფესორ ლევ ალექსანდრეს ძე ილინის ხელმძღვანელობით). 1961 წელს ინჟინერ პ. პ. სტეფანოვის ინიციატივით ხის მოაჯირები შეცვალეს თუჯის მხატვრულად გაფორმებული მოაჯირებით. სამუშაოები შესრულდა არქიტექტორ-რესტავრატორის ი. ნ. ბენუასა და ა. ე. პოლიაკოვის პროექტის მიხედვით.

ამჟამად არსებული ხიდი აგებულია 1966-1967 წლებში ინჟინერ ე. ა. ბოლტუნოვისა და არქიტექტორ ლევ ნოსკოვის პროექტის მიხედვით. 1998 წელს მიმდინარეობდა ხიდის კაპიტალური რემონტი. სამუშაოების პერიოვში შეიცვალა ხიდის ჰიდროიზოლაცია, შესრულდა სავალი ფილების მოწყობა, დაშალეს ტრამვაის გზა და გაარემონტეს მოაჯირები.

ხიდი ამჟამად ერთმალიანია და ნაგებია რკინაბეტონით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — С. 186—189. — 280 с.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 110. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]