სამების ოთხთავი
წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ოთხთავი ანუ სახარება — ქართული ხელნაწერი სახარება, რომელიც 1984-2004 წლებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით გადაიწერა სამების ტაძრისათვის. ხელნაწერი უხვადაა შემკული ქართული ტრადიციული მინიატიურებით. დღეს იგი დაცულია თბილისი წმინდა სამების საკათედრო ტაძარში[1].
სამების სახარება შესრულებულია ნუსხურით, საწერ მასალად გამოყენებულია სუფთად დამუშავებული პერგამენტი (ხბოს ტყავი). სახარება სულ 140 ფურცელს შეიცავს, მათი ზომები 70x90 სმ-ს შეადგენს, ხოლო წიგნის საერთო წონა — 32 კილოგრამს. ყდა შესრულებულია მოოქროვილი ჭედურობის ტექნიკით. მასზე გამოსახულია ჯვარი, რომელიც იყოფა ექვს ტოლ ნაწილად. თითოეულ ნაწილში გამოსახულია სცენები სახარებიდან: ნათლისღება, ამაღლება, ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა, ჯვარცმა, ხარება, შობა. სახარების ყდა შემკულია 35 სხვადასხვა ფერის ძვირფასი ქვით, ოთხი მახარებლის გამოსახულებები კი შემოსაზღვრულია პატარა ზომის მარგალიტებით[1].
სამების სახარება შემკულია რამდენიმე ასეული მინიატურით. ილუსტრაციებზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდნენ მხატვრები: რუსუდან ფეტვიაშვილი, თამარ გურაშვილი, ლიზა ჩქარეული, გურამ ჟვანია და სხვები[1].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|