ვანის ოთხთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვანის სახარება

ვანის ოთხთავი, ვანის სახარება — XII-XIII საუკუნეების ქართული ხელნაწერი სახარება. ხელნაწერი გვერდის ზომაა 29­x21, ნაწერი სვეტისა - 19­x5,2 სმ; შესრულებულია ეტრატზე ორ სვეტად, ნუსხახუცურით. სათაურები და საზედაო ასოები დაწერილია ასომთავრულით. შედგება 274 ფურცლისაგან. გადაწერილია იოანეს მიერ, პრომაის (რომანის) ქართველთა მონასტერში, კონსტანტინოპოლში, თამარ მეფის დაკვეთით. ტექსტის რედაქცია ეკუთვნის გიორგი მთაწმიდელს. დაცული ყოფილა შორათას მონასტერში (მესხეთში, XIV-XV სს.), ვანში (XVIII ს.), გელათში (XIX ს.). თბილისში ჩამოიტანა ვახტანგ ბერიძემ. ხელნაწერი მდიდრულადაა მოხატული, შემკულია კამარებით, მახარებელთა გამოსახულებებით, თავსამკაულებითა და მინიატიურებით ახალი აღთქმიდან. შესრულებულია მრავალშრიანი საფერწერო ტექნიკით. უხვად არის გამოყენებული ოქრომელანი და სინგური. დაცულია თბილისში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (A 1335).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აბულაძე ი., ქართული წერის ნიმუშები. პალეოგრაფიული ალბომი, მე-" შევს. გამოც., თბ., 1973;
  • მაჭავარიანი ე., ვანის ოთხთავის დეკორაციული მორთულობა, «ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე», 1960, ტ. 2;
  • საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა [A კოლექცია], ტ. 4, თბ., 1954;
  • მაჭავარიანი ე., ქსე, ტ. 4, გვ. 293, თბ., 1979