შინაარსზე გადასვლა

ლაბეჭინის ოთხთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაბეჭინის ოთხთავი — ეტრატზე ნუსხურით შესრულებული სახარების ხელნაწერი (სავარაუდოდ, XIII ს.). გადაწერილია გიორგი დვალის მიერ. შეიცავს 275 ფურცელს. სათაურები და მეთაური ასოები ნაწერია წითლურით, ტექსტი – შავი მელნით. ყდა ხისაა, რომელსაც მიხაკისფერი ტყავი აქვს გადაკრული. მასზე ჩაჭრით გამოსახულია სახარების სცენები. ხელნაწერი შემკობილია ოთხი მახარებლის მინიატიურებით. იოანეს სახარების ბოლოს არის წმ. გიორგი მთაწმიდელის ანდერძი, რომელიც ასე იწყება: "ესე საცნაურ იყავნ ყოველთა, რამეთუ ესე წმინდაჲ ოთხთავი ჩუენ ახლად გვითარგმნია". დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]