ლარგვისის ოთხთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლარგვისის ოთხთავი, მინიატიურა

ლარგვისის ოთხთავიXIII საუკუნის ქართული ხელნაწერი ოთხთავი, სავარაუდოდ საგანგებოდ უნდა იყოს გადაწერილი დიდგვაროვანი ფეოდალური წრის წარმომადგენლისათვის. გადაწერილია ნიკოლოზ კატარაწისძის მიერ. ამ პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო კალიგრაფიული ნიმუშია.

საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი. შეიცავს 268 ფურცელს, რომელთა ზომებია 23,5X17,5 სანტიმეტრი. ნაწერია ნუსხური დამწერლობით, სათაურები შესრულებულია წითელ ფონზე ოქრომელნით. ოთხთავი მოხატულია ცალკეული ორნამენტული ელემენტებით, კამარებით, საზედაო ასოებით; ახლავს ოქრომელნით შესრულებული მარკოზ და ლუკა მახარებლების მინიატიურები, აგრეთვე ხარების, შობის, იერუსალიმში შესვლის კომპოზიციები.

ლარგვისის ოთხთავი დღეს ინახება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდში (A-26).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 77