იერუსალიმის ოთხთავი (Geo.28)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან იერუსალიმის ოთხთავი Geo.28)
იერუსალიმის ოთხთავის ერთ-ერთი გვერდი

იერუსალიმის ოთხთავი Geo.28 — XII-XIII საუკუნეების სახარების ქართული ხელნაწერი. ინახება პარიზში, საფრანგეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში.

ხელნაწერზე დართული ანდერძ-მინაწერების მიხედვით ოთხთავი გადაწერილია საქართველოში და შეწირულია იერუსალიმის ჯვრის მონასტრისათვის. ხელნაწერი შესრულებულია ნუსხურით მაღალი ხარისხის ეტრატზე ოქრომელნის გამოყენებით; შემკულია მახარებელთა მინიატურებით. გადამწერია მალ დავითისძე. ანდერძის თანახმად, ოთხთავს ჰქონია ოქრო-ვერცხლით შემკული ყდა. პალეოგრაფიული ნიშნით მკვლევრები XIII (ექვთიმე თაყაიშვილი) ან XII (ელენე მეტრეველი) საუკუნეებით ათარიღებენ.

ხელნაწერი მნიშვნელოვანი წყაროა იერუსალიმში ქართველთა და ლათინთა ურთიერთობების საკითხის შესწავლისათვის. გადამწერისეულ მინაწერის თანახმად, ჯვარელ მოღვაწეებს შეეძლოთ ესარგებლათ როგორც კონსტანტინეპოლური, ასევე „ქართული“ (იერუსალიმის) კალენდრით. ხელნაწერს თან ერთვის იერუსალიმელ ჯვაროსანთა მოსახსენებლები; ამგვარ მოსახსენებლებს შეიცავს ასევე ჯვრის მონასტრის კიდევ ერთ ხელნაწერი (H-1667).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თაყაიშვილი ე. 1933. პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები და ოცი ქართული საიდუმლო დამწერლობის ნიშანი. პარიზი.
  • მეტრეველი ელ. 2007. ჯვრის მონასტრის კიდევ ერთი ქართული ხელნაწერი ჯვაროსანთა მოსახსენებლებით. ფილოლოგიურ–ისტორიული ძიებანი. 1. თბილისი.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]