ჯრუჭის II ოთხთავი
ჯრუჭის II ოთხთავი — XII საუკუნის ქართული ხელნაწერი ოთხთავი. ცნობილია აგრეთვე ახალი ჯრუჭის სახელით. ოთხთავი ერთ-ერთი გამორჩეულია ქართულ ილუსტრირებულ სახარებებს შორის მხატვრული სტილითა და მინიატიურების სიმრავლით. გადაწერილია მიქაელის მიერ, რომელიც ამავე დროს წიგნის მომხატველიცაა.
საწერ მასალად ეტრატია გამოყენებული. შეიცავს 278 ფურცელს, ფურცლის ზომებია: 24,5X18,6 სანტიმეტრი. გადაწერილია ნუსხური დამწერლობით.
ხელნაწერი სულ 334 მინიატიურას შეიცავს. კომპოზიციები ორ ან სამ იარუსადაა წარმოდგენილი. მინიატიურები ჩარჩოებითაა შემოსაზღვრული, თუმცა ზოგან მინიატიურა სცილდება ჩარჩოს და ფიგურები ტექსტშია შეჭრილი.
ჯრუჭის II ოთხთავი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H ფონდში (H-1667).
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 43
|