წყაროსთავის I ოთხთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მათე, მარკოზ, ლუკა და იოანე მახარებლების მინიატიურები წყაროთავის I ოთხთავიდან

წყაროსთავის I ოთხთავი ანუ სახარებაX საუკუნის მიწურულის სახარების ქართულენოვანი ხელნაწერი, ტაოკლარჯული სალიტერატურო სკოლის ერთ–ერთი გამორჩეული წიგნი. ტექსტი ძველი ოპიზური რედაქციისაა. ხელნაწერი გაფორმებულია კამარიანი კანონებით და მინიატიურებით. მხატვრობა ე. წ. ხალხური ხელწერის სტილისაა და გრაფიკული ფორმებით უახლოვდება სვანეთში დაცულ ადრეულ ხატებს.

ხელნაწერი ტაო–კლარჯეთშია გადაწერილი. გადამწერია გაბრიელ პატარაი. საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი. შეიცვს 216 ფურცელს, რომელთა ზომებია 22X19 სანტიმეტრი.

ამჟამად წყაროსთავის I ოთხთავი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, A ფონდში (A 98).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 35