ჯრუჭის I ოთხთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მინიატიურები ჯრუჭის I ოთხთავიდან

ჯრუჭის I ოთხთავიX საუკუნის ქართული ხელნაწერი ოთხთავი. იგი ქართული ოთხთავის უძველესი რედაქციაა და ერთ-ერთი პირველია კლასიკურად ილუსტრირებულ ხელნაწერთაგან. გადაწერილია შატბერდის მონასტერში, კალიგრაფ გაბრიელის მიერ 936 წელს. ხელნაწერი მოხატულია თევდორე კამარათმწერლის მიერ, მომგებელი კი გრიგოლ მირდატის ძეა.

ვიკიციტატა
„ღირს ვიქმენ მე გრიგოლ დაწერად წ~ა ესე სახარება ჴელითა გაბრიელ მღვდელთა ნარჩევისათა თავად მეფისა ჩემისა სუმბატის სალოცველად... დასაბამითგან წელნი იყვნეს: ხფმ: (6540), ქ~ნი იყო: რნვ: (156)“

საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი. შეიცავს 297 ფურცელს; ფურცლის ზომებია 26X21 სანტიმეტრი. გადაწერილია ასომთავრულით შავი მელნით, სათაურები და საზედაო ასოები კი სინგურითაა შესრულებული. მათესა და მარკოზის სახარებების ბოლო ნაწილები, რომლებიც მინიატიურებიან ფურცლებზე სრულდება, მხატვრის მიერაა გადაწერილი.

ჯრუჭის I ოთხთავი ერთადერთი ხელნაწერია ამ ეპოქიდან, რომელშიც მომხატველის სახელი მოხსენიებულია. ხელნაწერი შემკულია ჯვრებით, კამარებით, რვა კანონითა და რვა მინიატიურით. წინ წამძღვარებული აქვს კვადრიფოლიუმის მოყვანილობის ჯვარი, თაღოვან ჩარჩოში ჩასმული ღვთისმშობელი ყრმითურთ, მახარებლებისა და კურნების სცენები.

ჯრუჭის I ოთხთავი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H ფონდში (H-1660).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 34