რუხი წერო
რუხი წეროწერო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Grus grus (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22692146 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
![]() ბუდობის არეალი
მიგრაცია | |||||||||||||||
|
რუხი წერო[1][2] (ლათ. Grus grus) — ფრინველი წეროსნაირთა რიგისა. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. ახალგაზრდა წეროს ხორცი გემრიელია, ხნიერისა კი მეტად უხეში. ამიტომ, ამ ჯიშის წეროზე ნადირობა იშვიათია. მის მოსაპოვებლად საჭიროა 1 ან 0 ნომერი საფანტი.[3]
სექციების სია
აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რუხი წერო დიდი ზომის ფრინველია. მისი სხეულის სიგრძეა 115 სმ, ფრთის შლილი 180-200 სმ. მამლის წონაა 6 კგ, ხოლო დედლისა 5 კგ და 900 გ. შეფერილია ღია ნაცრისფერი ბუმბულით. თავსა და კუდზე აქვს შავი და თეთრი ზოლები.
გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გავრცელებულია დასავლეთ ევროპაში, რუსეთის ტერიტორიის უდიდეს ნაწილში (უკიდირეს დასავლეთით კოლიმის აუზსა და ბაიკალისპირეთში), ჩრდილოეთ მონღოლეთსა და ჩინეთში. მცირე პოპულაციებია თურქეთში, ალთაისა და ტიბეტში. რუხი წეროს არეალია ჩრდილოეთის ტუნდრიდან სამხრეთის ნახევარუდაბნოებამდე.
ზაფხულის ბოლოს წეროები ერთად იკრიბებიან სამხრეთში გადასაფრენად. ჰაერში აფრენისას ორ არათანაბარ ხაზად, მახვილი კუთხის სახით, მწკრივდებიან, რომლის თავში ძველი, მოგზაურობაში გამოცდილი წერო თავსდება. გამოსაზამთრებლად მიგრირებენ ესპანეთში, საფრანგეთში, დასავლეთ და ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ინდოეთში, ზოგჯერ დასავლეთ და სამხრეთ ჩინეთში.
კვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რუხი წეროს საკვები უმთავრესად მცენარეულია (ფოთლები, ჭაობის ბალახები, ნაყოფები და სხვ.), თუმცა ზოგჯერ ცხოველურიცაა (მატლები, ჭიები, გველები, პატარა თევზები, ფრინველების ბარტყებიც კი).
გამრავლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ისინი მთელ სოცოცხლეს ერთ მეწყვილესთან ატარებენ. ერთ-ერთის დაღუპვის შემთხვევაში მეორე ახალ მეწყვილეს პოულობს. რუხი წერო ბუდობს მიწის ზედაპირზე ველის ბუჩქნარში ან დაბალი მცენარეულობით დაფარულ ჭაობიან ადგილებში. დებს 2-3 კვერცხს. კრუხად ორივე მშობელი რიგრიგობით სხედან. ბარტყების გამოჩეკას 28-31 (ზოგჯერ 21) დღე-ღამე უნდა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გ. აბულაძე, ნ. ღამბარაშვილი, ვ. ბურჯანაძე, შ. ჩახანაშვილი, პ. ჟორდანია, ნ. ლომსაძე, ლ. გუნიავა, დ. ახრახაძე, გ. ზახაროვი; „მონადირის ცნობარი“, თბ., 1969.
- Paul A. Johnsgard. Cranes of the world. — Bloomington: Indiana University Press, 1983. — 257 p. — ISBN 9780253112552 .
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 202, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.
- ↑ Бёме Р. Л., Флинт В. Е. Пятиязычный словарь названий животных. Птицы. Латинский, русский, английский, немецкий, французский / Под общ. ред. акад. В. Е. Соколова. — М.: Рус. яз., «РУССО», 1994. — С. 68. — 2030 экз. — ISBN 5-200-00643-0 .
- ↑ „მონადირის ცნობარი“, გვ. 28.